კომპანია „მაკდონალდს საქართველო “ქვეყნის მასშტაბით გაფართოებასაც განაგრძობს, რაც კიდევ უფრომეტი მწვანე ინიციატივის განხორციელების შესაძლებლობას იძლევა.
ამჯერად, თბილისს „მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი კიდევ ორი რესტორანი შეემატა, რომელიც გოთუას ქუჩის #7-ში და ვაჟა ფშაველას გამზირის #71 შია განთავსებული. მაკდონალდსის ორი ახალი სივრცე, სხვარესტორნების მსგავსად, მომხმარებელს სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას სთავაზობს. გოთუას ქუჩის #7-ში მდებარე რესტორნის სახურავზე დამონტაჟებულია მზის პანელები, რაც ოპერირებისთვის საჭირო ენერგიის ნაწილს უზრუნველყოფს. საპარკინგე სივრცეში განთავსებულია ავტომობილის ელექტროდამტენი სადგურები, რომელიც მდგრადი ტრანსპორტის წახალისებას ემსახურება. რესტორნის გარეტერიტორიაზე დამონტაჟებულია მწვანე კედელი, რომელიც ბუნებრივი, ცოცხალი მცენარეებით დამზადდა დადეკორატიული დანიშნულების გარდა, მას ეკოლოგიური ფუნქციაც აქვს, აუმჯობესებს ჰაერის ხარისხს დაგარემოს ტენიანობის ბალანსს უნარჩუნებს.
„მაკდონალდს საქართველოს“ გენერალური დირექტორის თენგიზ კაპანაძის შეფასებით, რესტორნების ქსელის გაფართოება საკმაოდ ბევრ ბენეფიტს აძლევს ქვეყანას.
„დღეს 23 მილიონი ლარის ინევსტირების შედეგად, გავხსენით ორი ახალი რესტორანი. დასაქმდა 110 ახალგაზრდა. დღესდღეობით რესტორნების ქსელის ბიუჯეტში შენატანის მოცულობა 32 მლნ ლარია. ანუ ჩვენ ვსაუბრობთ არამხოლოდ რესტორნების გახსნაზე, არამედ ვსაუბრობთ მთლიანი სისტემის რეალურ ინტეგრაციაზე, რომელიც საკმაოდ ბევრ ბენეფიტს აძლევს ქვეყანას. ბევრი რესტორანი იხსნება, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ, რომ იყოს ეკომეგობრული და გარემოსთან ინტეგრირებული. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ გამწვანებული კედლები, მზის პანელები, ავტომობილების ელექტროდამტენები. შესაძლოა, რესტორანი ბევრმა გახსნას, მაგრამ ამ კონცეფციით არავინ არ უდგება, რათა თითოეული ჩვენი ობიექტი იყოს გარემოსთან ინტეგრირებული. რაც შეეხება ახალ მენიუს, დაემატა „გურმე“, რომელიც აუცილებლად უნდა გასინჯოთ, განსხვავებულია და შეზღუდული დროით გვექნება, რადგანაც სპეციფიკური ინგრედიენტები სჭირდება. ასე, რომ მობრძანდით, დააგემოვნეთ და ისიამოვნეთ“, - განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა.
„მაკდონალდსის“ მისიაა ბედნიერი, ოქროს მომენტები ყველასთვის შექმნას,- ამბობს კომპანიის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმზღვანელი ელენე ბაღათურია.
„დღეს გავხსენით „მაკდონალდსის“ 24-ე და 25-ე რესტორნები. სიმბოლურია, რომ „მაკდონალდისის“ 25-ე რესტორანის გახსნა საქართველოში ბრენდის ოპერირების დაწყების 25 წლის იუბილეს დავამთხვიეთ. რესტორანი „რივერსაიდი“, სადაც ახლა ვიმყოფებით განსხვავებულია იმით, რომ ეკომეგობრულია. ასეთი მოდელი ჯერ საქართველოში არ ყოფილა და უფრო მეტიც, მსოფლიოში სულ ოცამდეა.
ეკომეგობრულია იმით, რომ ჩვენი მწვანე ინიციატივებს პრაქტიკულად ყველაფერს აერთიანებს. აქ დაგხვდებათ მზის პანელები, გამწვანებული კედელი, ელექტრომანქანების დამტენები, განახლებული დრაივის ზოლი, რითაც მომხმარებლების გამოცდილებას ვაუმჯობესებთ. მოკლედ აქ იქნება ყველა ის სერვისი, რასაც „მაკდონალდს გლობალი“ ზოგადად სთავაზობს მომხმარებელს.
აღსანიშნავია ისიც, რომ აპლიკაციაში ჩვენს მომხმარებლებს განსაკუთრებული შეთავაზებები დახვდებათ ორივე რესტორანში. ზოგადად „მაკდონალდსის“ მისიაა შექმნას ოქროს მომენტები ყველასთვის და ამჯერად არ დაგვიწყებია ჩვენი ბენეფიციარები. დღეს „მაკდონალდსის“ გახსნაზე დავპატიჟეთ და საყვარელი მენიუებით გავუმასპინძლდით.
ბუნებრივია, პატარა ნაბიჯებით დიდი ცვლილებებისკენ მივდივართ. ეს ისაა რისიც გვჯერა. და სწორედ ამიტომ ვდგამთ ისეთ ნაბიჯებს, რომ დადებითი გავლენა გვქონდეს ბუნებასა და საზოგადოებაზე და ვიყოთ მოტივატორები, რომ სხვა ადამიანებმა და ბიზნესებმაც მოგვბაძონ და გარემოზე იზრუნონ. რაც შეეხება გაფართოებას ბევრი ახალი რესტორნის გახსნაა დაგეგმილი. ჯერჯერობით თბილისში, თუმცა რეგიონებშიც განვიხილავთ გაფართოებას“, - განაცხადა ელენე ბაღათურიამ.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება