პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო.
ამ წუთებში სიტყვით გამოდის „ქართული ოცნების" თავმჯდომარე და სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ, კონსტიტუციური წარდგინების ავტორი ირაკლი კობახიძე.
პარლემნტის სასესიო დარბაზი ოპოზიციონერმა დეპუტატებმა - როსტომ და ნატო ჩხეიძეებმა, ხატია დეკანოიძემ, არმაზ ახვლედიანმა, ანა ნაცვლიშვილმა დატოვეს.
ოპოზიციიდან დარბაზში ამ დროისათვის ალეკო ელისაშვილი, „გურჩის“ წევრები, „ევროპელი სოციალისტები“ და თეონა აქუბარდია იმყოფებიან.
სხდომაზე არ შესულან ფრაქცია ენმ-ის დეპუტატები, გიორგი გახარიას პარტიის წევრები და "სტრატეგია აღმაშენებელი".
ირაკლი კობახიძის გამოსვლის შემდეგ, პარლამენტში სიტყვით სალომე ზურაბიშვილი გამოვა. შემდეგ დეპუტატები დასვამენ კითხვებს და კენჭის ყრის პროცედურა გამართება.
შეგახსენებთ, რომ 16 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა.
იგივე თემაზე:
არსად არ მივდივარ, არ გადავდგები - პრეზიდენტი
პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია - საკონსტიტუციო სასამართლო
დასკვნა ტენდენციურია, სასამართლო შევიდა პოლიტიკურ პროცესში - მაია კოპალეიშვილის შეფასება
რა წერია საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნაში - პრეზიდენტის იმპიჩმენტი
უახლესი
5 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება5 საათის წინ
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა