პარლამენტში თბილისის საჯარო მენეჯმენტის სკოლის პირველი ნაკადის დაჯილდოება გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და მათ სერტიფიკატები გადასცა.
„მოხარული ვარ, რომ ეს წამოწყება წარმატებით ხორციელდება. აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანია, რადგან საჯარო და კერძო სექტორს ერთმანეთთან როგორც აზრთა გაცვლის, ასევე გამოცდილების გააზრების შესაძლებლობა ჰქონდეს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა და აღნიშნა, რომ პარლამენტი კვლავაც აქტიურად იქნება ჩართული აღნიშნული პროექტის განხორციელებაში.
თბილისის საჯარო მენეჯმენტის სკოლის პირველი ნაკადის შედეგები შეაჯამა „ბიზნეს ინსაიდერი საქართველოს“ და „ეკონომიკური ფორუმი საქართველოს“ დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარეს პროექტის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.
აღნიშნული პროექტი პარლამენტის თავმჯდომარის მხარდაჭერით ხორციელდება. სასწავლო კურსის მიზანია საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და საჯარო და კერძო სექტორებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების გზით.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება