USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Palantir (PLTR) მალე S&P 500 (SPY)-ს შეუერთდება

Palantir (PLTR) მალე S&P 500 (SPY)-ს შეუერთდება

2024-09-14 15:17:00

გიზიარებთ ბლოგსPalantir (PLTR)-მა აქციების ფასი ახალი რეკორდული მაჩვენებელი 13%-იანი ზრდის შედეგად დააფიქსირა, რაც S&P 500 (SPY)-ის ინდექს ფონდში კომპანიის აქციების დამატების დაანონსებამ განაპირობა.


Palantir (PLTR), რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიას წარმოადგენს და რომლის ღირებულებაც დაახლოებით $75 მილიარდს შეადგენს, სულ მალე S&P 500-ში American Airlines Group-ს ჩაანაცვლებს. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის მთავრობა Palantir (PLTR)-ის სერვისებით აქტიურად სარგებლობს, ხოლო American Airlines-ის ღირებულება გასული წლის განმავლობაში 22%-ით, $7 მილიარდამდე დაეცა.


როგორც ცნობილია, S&P 500 ინდექსში ცვლილება ძალაში 23 სექტემბერს შევა. 
Palantir (PLTR)-ისთვის S&P 500-სთან შეერთება საკვანძო ეტაპია, რადგან ის ამჟამად ინვესტორებისთვის ზრდის პოტენციალში დარწმუნებას ცდილობს. 


2020 წელს, IPO-ს შემდეგ Palantir (PLTR)-მა 12-თვიანი შემოსავალი $2,48 მილიარდამდე გაასამმაგა, კვარტალური თავისუფალი ფულადი ნაკადი კი $308 მილიონიდან თითქმის $700 მილიონამდე გაზარდა. 


გადამწყვეტი მაინც Palantir (PLTR)-ის თანმიმდევრული მოგება გახდა, რაც S&P 500 ინდექსში შესვლისთვის მთავარი მოთხოვნაა. მან შეძლო უოლ სტრიტი საკუთარ ძალებში დაერწმუნებინა, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ კომპანიას ფოკუსი AI შესაძლებლობებზე გადააქვს.


Palantir (PLTR)-ის აქციების შეძენას შეძლებ აქ.
გაითვალისწინე, რომ ეს არ არის ფინანსური რჩევა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები