2024 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 8,832,502 ათას დოლარს შეადგენს, რაც ეროვნულ ვალუტაში დაახლოებით 24,261,117 ათასი ლარია.
ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2024 წლის ოქტომბერში 2023 წლის ოქტომბერთან შედარებით სახელმწიფო საგარეო ვალის მოცულობა 7%-ითაა გაზრდილი.
2024 წლის სექტემბრის მონაცემებთან კი 2%-იანი კლებაა. სექტემბერში სახელმწიფო საგარეო ვალის მოცულობა 9 033 490 ათასი დოლარი იყო.
სამინისტროს საიტზე განთავსებული მაჩვენებლებით, 2023 წლის ოქტომბრის მდგომარეობით სახელმწიფო საგარეო ვალი მოცულობა 8 440 727 ათასი დოლარი იყო.
2024 წლის ოქტომბრის მდგომარეობით მთავრობის საგარეო ვალი 8,453,652 ათასი დოლარით განისაზღვრა, ეროვნულ ვალუტაში კი ის 23,220,493 ათასი ლარია.
ოქტომბრის მონაცემებითვე, მრავალმხრივი კრედიტორების წინაშე დავალიანება 6,395,245 ათასი დოლარია, ანუ 17,566,458 ათასი ლარი.
საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB), აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB), რეკონსტრუქციის და განვითარების განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს12 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება