Business Insider Georgia-თან ფერმერი ზაზა ხელხელაური, რომელიც კახეთში ნუშის ბაღებს ფლობს და პროდუქციას „ნუშიკოს“ ბრენდით აწარმოებს, ამბობს, რომ 2024 წელს 15 ტონამდე მოსავალს ელოდება.
„გვაქვს მოლოდინი, რომ მიმდინარე წელს „ნუშიკოს ბაღებიდან“ 15 ტონა მოსავალს მივიღებთ. ჩვენი წარმადობა არ არის იმდენი, რომ ექსპორტზე გავიდეთ. თუმცა მომავალ წელს ვგეგმავთ, რომ დაფინანსება მომვიპოვოთ და გადამამუშავებელი საწარმო გავხსნათ“, - ამბობს ზაზა ხარხელაური.
2024 წელს ფერმერი ნუშის ნარგავი ფართობის გაზრდას არ გეგმავს, თუმცა ამბობს, რომ საქართველოში ამ ბიზნესს პერსპექტივა აქვს და მისი ბაღების წარმადობა წელს 15 ტონას მიაღწევს, ხოლო შემდეგ წლებში უფრო მაღალ ნიშნულზე გავა.
„დაახლოებით ორ წელიწადში სრული მოსავლიანობით 30 ტონას მივუახლოვდებით. ნუშის წარმოებას პერსპექტივა აქვს, მაგრამ რა მოლოდინებიც გვქონდა ყველას ფასებთან მიმართებით, პროდუქტზე ეს ფასი არ იქნება“.
ფიზიკურმა პირმა ზაზა ხელხელაურმა 6 ჰა-ზე ნუშის ბაღის გაშენება კახეთში, თელავის რაიონ სოფელ კონდოლში, ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყო. როგორც ფერმერი ამბობს, ამ ტერიტორიაზე ჯერ კიდევ სსრკ-ს დროინდელი კოლმეურნეობის საშრობი იყო, რომელიც დაშალა და ნუშის დარგვა დაიწყო.
დღეს კი „ნუშიკოს ბაღი“ იტალიური სუპერნოვას ჯიშის ნუშის ხეებს აერთიანებს. წარმოების პროცესში ჩართულები არიან გამოცდილი აგრონომები, ბაღის მოვლა საერთაშორისო ნორმების დაცვით მიმდინარეობს.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს12 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება