USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მსოფლიოში ყველაზე დიდი აეროპორტი დუბაიში აშენდება

მსოფლიოში ყველაზე დიდი აეროპორტი დუბაიში აშენდება

2024-05-04 10:35:00

დუბაიში ალ მაკტუმის აეროპორტში ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობა იწყება. მისი გამტარუნარიანობა წელიწადში 260 მილიონი მგზავრი იქნება, რაც ამ მაჩვენებლით მსოფლიოში ყველაზე დიდია.

პროექტის ღირებულება შეფასებულია 128 მილიარდ დირჰამად (34,8 მილიარდი აშშ დოლარი). ახალი ტერმინალი ხუთჯერ აღემატება დუბაის ამჟამინდელ საერთაშორისო აეროპორტს, რომელიც დღეს მსოფლიოში საერთაშორისო სამგზავრო მიმოსვლის თვალსაზრისით პირველ ადგილს იკავებს.

10 წელიწადში ახალი ტერმინალი დუბაის საერთაშორისო აეროპორტის ყველა ფრენას „შთანთქავს“. ახალ აეროპორტს, რომელიც 70 კვადრატულ კილომეტრზე იქნება გადაჭიმული, 5 პარალელური ასაფრენ/დასაფრენი ზოლი ექნება. მისი გამტარუნარიანობა კი წელიწადში 12 მლნ ტონა ტვირთის გადამუშავებაა.

პროექტის პირველი ეტაპი, სავარაუდოდ, 10 წელიწადში იქნება მზად და წელიწადში 150 მილიონი მგზავრის გატარებას შეძლებს. ახალი ტერმინალი ქალაქს მეტროს ხაზით, ავტობუსის მარშრუტებით, ასევე საქალაქო საჰაერო ტრანსპორტით დაუკავშირდება.

დუბაის სამხრეთით აეროპორტის ირგვლივ მთელი ქალაქი აშენდება მილიონი მოსახლეობით. ქალაქში განთავსდება მსოფლიოს წამყვანი კომპანიები ლოჯისტიკისა და საჰაერო ტრანსპორტის სექტორებში. ახალი აეროპორტი გახდება ურბანული და გლობალური ცენტრი მომავალი თაობებისთვის.

დუბაის საერთაშორისო აეროპორტი (DXB), რომელმაც შარშან 86,9 მილიონი მგზავრი გაატარა (წლიურად 31,7%-ით მეტი), ზედიზედ მეათე წელია ინარჩუნებს სტატუსს, როგორც მსოფლიოს ყველაზე დატვირთულ საერთაშორისო საჰაერო ცენტრი. 2023 წელს აეროპორტში შეასრულა 416,405 ფრენა, რაც ყველაზე მაღალია მის ისტორიაში.

აეროპორტი წელს 88,8 მილიონ მგზავრს ელოდება, 2025 წელს კი 93,8 მილიონ მგზავრის, ამის შემდეგ კი აეროპორტი 100 მილიონიან ზღვრის გადალახვას.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები