პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტზე ანგარიშით გამოსვლისას ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ მშობიარობის სტატისტიკაში საკეისრო კვეთის წილი 50%-მდეა ასული, რაც შესაძლოა, დემოგრაფიული პრობლემების შექმნის წინაპირობა გახდეს.
„ვფიქრობ, ეს მიმართულება [ბებიაქალების] უფრო პრესტიჟული უნდა გავხადოთ და შეიძლება რებრენდინგზე ვიფიქროთ, რათა ახალგაზრდებისთვის უფრო მიმზიდველი იყოს. დღეს სერიოზული პრობლემა გვაქვს მშობიარობასთან დაკავშირებით, მაგალითად საკეისრო კვეთის წილი საერთო მშობიარობაში 50%-მდეა ასული. რაც მომავალში დემოგრაფიული პრობლემების შექმნისთვის ერთ-ერთი წინაპირობაა“,- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტს 2022 წელს გაწეული საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაციას აცნობს.
უახლესი
5 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება5 საათის წინ
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა