უკვე 19 თვეა ჩვენ დაბალი ინფლაცია გაქვს და მეტწილად მიზნობრივზე დაბალი, - აცხადებს სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა, რომელიც დღეს „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო. თურნავას თქმით, ქვეყანაში არის უნიკალური შეხამება დაბალი ინფლაციის და მაღალი ეკონომიკური ზრდის.
„კლასიკური მიდგომაა, როდესაც ბაზარზე მოთხოვნა ძალიან იზრდება ითვლება, რომ ეს შემდგომ განაპირობებს ფასების ზრდას. იმიტომ, რომ მწარმოებელს, როდესაც კარგად ელოდება პროდუქცია და მზარდია მოთხოვნა, მას შეუძლია, რომ მარჟები გაზარდოს, ფასები გაზარდოს და ასე შემდეგ, რაც ბოლო 1,5 წლის განმავლობაში საქართველოში არ ხდება. მე ყოველთვის ვამბობ და ახლაც ვიტყვი, რომ ეს არის მართლაც უნიკალური შეხამება დაბალი ინფლაციის და მაღალი ეკონომიკური ზრდის. როდესაც ეკონომიკა მაღალია და ძლიერია, ინფლაცია მას არ მიჰყვება, არ იზრდება. ეს მეტყველებს ერთ რამეზე, რომ ეკონომიკა ჩვენთან თვისობრივ გარდაქმნას განიცდისდა პროდუქტიულობის ზრდასთან გაქვს საქმე. რა თქმა უნდა ეს ძალიან ხელსაყრელი გარემოებაა ზოგადად, ერთ-ერთი ამის ხელშემწყობის არის ისიც, რომ სამეწარმეო აქტივობა გაიზარდა, მეტი კომპანია არის ბაზარზე, და მათ შორის არის კონკურენცია. აქედან გამომდინარე მარჟებიც შემცირდა, როდესაც კონკურენციაა ამ თვალსაზრისით და წარმოებული პროდუქციის ფასებიდან არ ხდება დაწოლა ინფლაციაზე. შესაბამისად, უკვე 19 თვეა ჩვენ მიზნობრივზე დაბალი ინფლაცია გაქვს და მეტწილად მიზნობრივზე დაბალი. როდესაც მთელს მსოფლიოში იყო დაწოლა და ორნიშნა მაჩვენებელს აღწევდა ინფლაცია ბევრ ქვეყანაში, ჩვენთანაც ავარდა მაშინ ინფლაცია. ეს დაკავშირებული იყო ჯერ კოვიდ პანდემიასთან, მერე რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებასთან, მაგრამ აქ მნიშვნელოვანი იყო სებ-ის და მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის რეაქცია, დროულად მოხდა გამკაცრება, რამაც შეაჩერა ეს ინფლაციური წნეხი და გააუმჯობესა მოლოდინები. შემდეგ ასევე დროულად დავიწყეთ შემსუბუქება. იცით, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 11%-საც აღწევდა და ახლა უკვე არის 8%-ი. ვფიქრობთ, რომ სხვა თანაბარ პირობებში ისევ დავუბრუნდებით. დაღმავალ პროცესს და შემდგომი შემსუბუქების გარკვეული სივრცეც გვაქვს“, - აცხადებს ნათია თურნავა.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს12 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება