USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
“მეტროპოლი“ უძრავი ქონების გლობალურ ლიდერებს შორის - ქართული კომპანია CITYSCAPE GLOBAL 2024-ზე

“მეტროპოლი“ უძრავი ქონების გლობალურ ლიდერებს შორის - ქართული კომპანია CITYSCAPE GLOBAL 2024-ზე

2024-11-22 16:21:00

„მეტროპოლი“ უძრავი ქონების სექტორში ერთ-ერთ უმსხვილეს საერთაშორისო ექსპოზიციაზე, CITYSCAPE GLOBAL 2024-ზე წარდგა. საუდის არაბეთში, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ინვესტორები იყვნენ შეკრებილი, ქართულმა კომპანიამ მიმდინარე პროექტები ჩაიტანა და პოტენციურ პარტნიორებს სამომავლო ხედვებიც გააცნო. შუა აზიის ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში დეველოპერები, სხვადასხვა კომპანია, ტექნოლოგიური ნოვატორები და უძრავი ქონების სფეროს წარმომადგენლები სამშენებლო სექტორში მიმდინარე ტენდენციებსა და მომავლის კონცეფციებზე მსჯელობდნენ. სტუმრებს საკუთარი პროექტები წარუდგინა „მეტროპოლმა“.

მამუკა იმედაშვილი, „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორის მოადგილე: „CITYSCAPE GLOBAL მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გამოფენაა უძრავი ქონების სექტორში, სადაც საერთაშორისო მასშტაბის მნიშვნელოვანი მოთამაშეები იკრიბებიან. მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, წელს ამ ღონისძიებას ჩვენც დავსწრებოდით და

მეტროპოლის“ პროექტები ამჯერად საუდის არაბეთში ჩაგვეტანა.

საგანგებოდ მოწყობილ სტენდთან დაინტერესებულ პირებს საქართველოში უძრავი ქონების ბაზრის პოტენციალი გავაცანით და თანამედროვე ტენდენციებისა და მიდგომების შესახებ გავუზიარეთ ინფორმაცია, რომელსაც „მეტროპოლის“ საქმიანობა ეფუძნება. The future of living - ეს იყო რიადში გამართული ექსპოზიციის მთავარი თემა და ჩვენც, როგორც კომპანიამ, რომელიც მომავლის ხედვით ხელმძღვანელობს, ღონისძიებაზე ღირსეული ადგილი დავიკავეთ.

საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის კუთხით, მიმდინარე წლის შემოდგომა საკმაოდ დატვირთული იყო „მეტროპოლისათვის“. ორი კვირის წინ ვსტუმრობდით ერევანს, ამჯერად კი ჩვენი მასპინძელი საუდის არაბეთის დედაქალაქი იყო. ორივე შემთხვევაში, როგორც ჩვენი კომპანიის, ისე, ზოგადად, ქართული დეველოპერული სექტორი და საქართველოს საინვესტიციო სივრცე ძალიან საინტერესო აღმოჩნდა დამსწრე საზოგადოებისათვის. მაქსიმალურად ვცდილობთ, გამოვიყენოთ მსგავსი გავლენიანი პლატფორმები „მეტროპოლის“ პროექტების, ასევე ქვეყნის პოპულარიზაციისა და B2B კავშირებისათვის“.

CITYSCAPE GLOBAL 2024-ის 400-ზე მეტი მონაწილე შუა აზიის ყველაზე დიდ ქვეყანაში გამართულ ღონისძიებას ოთხი დღის განმავლობაში ესწრებოდა. 11-14 ნოემბრის პერიოდში რიადი უძრავი ქონების სექტორის შეკრების მთავარ ლოკაციად იქცა. სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული 200 ათასზე მეტი სტუმარი 22 ქვეყნის სტენდთან უძრავი ქონების პოტენციალს გაეცნო. ჯამში, 500-ზე მეტი მიწვეული სპიკერი განახლებადი ენერგიის, მდგრადი განვითარების, ინოვაციებისა და თანამედროვე არქიტექტურული სტილის შესახებ საუბრობდა.

ინოვაციური დიზაინის, ეკოლოგიის, ენერგოეფექტურობისა და ურბანული განვითარების საკუთარი მიდგომები გააცნო ბიზნესპარტნიორებს, აგენტებსა და ექსპოზიციის დამთვალიერებელს „მეტროპოლმა“.

კომპანია სტუმრებს საქართველოში უძრავი ქონების განვითარების პოტენციალზე ესაუბრა. აქცენტი გაკეთდა ტურიზმზე ორიენტირებულ რეგიონებში დეველოპერული ბიზნესის განვითარების პოტენციალსა და ინვესტიციების სიმარტივეზე.

საერთაშორისო გამოფენაზე კომპანია თბილისსა და ბათუმში მიმდინარე ექვსი პროექტით წარდგა. თითქმის დასრულებულია ვაკისა და წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე მდებარე მეტროპოლ ბაგები“. მესაკუთრეები ბინებს 2025 წლის დასაწყისში ჩაიბარებენ. რეკრეაციული გარემო და პანორამული ხედები კომპლექსის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა.

დედაქალაქში ყველაზე დიდი, ერთი ჰექტარი სარეკრეაციო ზონით გამორჩეული პროექტია მეტროპოლ ქავთარაძე“. კომპლექსი ორ მრავალსართულიან კორპუსს აერთიანებს, 534 აპარტამენტით. ტერიტორიაზე, დასასვენებელთან ერთად, გათვალისწინებულია სოციალიზაციის სხვა სივრცეებიც, მათ შორის საბავშვო ბაღი.

კიდევ ერთი მისამართი „მეტროპოლის“ რუკაზე ტურისტულად ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული უბანი ორთაჭალაა. თბილისის ცენტრალური გამზირიდან ათი წუთის სავალზე მდებარე საცხოვრებელი კომპლექსი მეტროპოლ ორთაჭალა“ ორ მრავალსართულიან კორპუსს, სარეკრეაციო ზონას, სპორტულ მოედნებსა და სოციალიზაციის სივრცეებს გააერთიანებს.

კონცეპტუალურად განსხვავებული პროექტებია ბათუმის მეტროპოლ ოვალი“ და მეტროპოლ კუბი“, რომლებიც Louvre Hotels Group-თან თანამშრომლობით შენდება. საერთაშორისო ბრენდი მსოფლიო ბაზარზე ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშეა. Royal Tulip კი Louvre Hotels Group-ის პრემიული სასტუმრო ბრენდია, რომლის საქართველოში შემოყვანის ექსკლუზივიც „მეტროპოლს“ ეკუთვნის. ზღვისპირა ქალაქის ორივე პროექტი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია. „მეტროპოლ ოვალი“ Luxury Lifestyle Awards 2024-ის გამარჯვებულია კატეგორიაში „საუკეთესო პრემიული უძრავი ქონების დეველოპერი საქართველოში“. „მეტროპოლ კუბისთვის“ კი კომპანიამ International Property Awards-ის ჯილდო მიიღო კომპლექსურ ნომინაციაში Mixed-Use Development for Georgia. დაჯილდოების ცერემონია ლონდონში 17 ოქტომბერს გაიმართა.

ასევე ბათუმშია კიდევ ერთი პროექტი პარალელი“ - მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსები ხელსაყრელი მდებარეობით. ზღვისპირა ქალაქის შუაგულში, აბუსერიძის ქუჩაზე, განთავსებული კომპლექსი პანორამული ხედებით გამოირჩევა.

„მეტროპოლის“ შესახებ: დეველოპერული კომპანია„მეტროპოლი“ საქართველოში 2022 წელს დაფუძნდა. კომპანია ქვეყნის მასშტაბით ექვს პროექტს ახორციელებს. თბილისში სამი საცხოვრებელი კომპლექსის „მეტროპოლ ბაგების“, „მეტროპოლ ქავთარაძისა“ და „მეტროპოლ ორთაჭალას“ მშენებლობა მიმდინარეობს. ბათუმში კი „მეტროპოლ კუბი“ და „მეტროპოლ ოვალი“ შენდება, სადაც ფრანგულ კომპანიასთან, Louvre Hotels Group-თან თანამშრომლობით 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Royal Tulip განთავსდება. ბათუმშივე დაიწყო ახალი პროექტის „პარალელის“ მშენებლობა, რომელიც ახალი საცხოვრებელი კორპუსი იქნება პანორამული ხედებით.

„მეტროპოლის“ მშენებლობების ჯამური ფართი 545 000 კვ.მ-ზე მეტია და მთლიანობაში 3500 ბინას მოიცავს. დეველოპერული კომპანია 2000-ამდე დასაქმებულს აერთიანებს და მისი ჯამური ინვესტიციის მოცულობა 1,050,000,000 ლარია.

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები