USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„მაკდონალდს საქართველო“ მოსახლეობას აფრთხილებს

„მაკდონალდს საქართველო“ მოსახლეობას აფრთხილებს

2024-10-16 14:07:00

ყალბი Facebook გვერდები მაკდონალდს საქართველოს სახელით ავრცელებენ შეთავაზებებს და ითხოვენ პერსონალური ან საბანკო ინფორმაციის გაგზავნას, - ამის შესახებ ინფორმაციას „მაკდონალდს საქართველო“ ავრცელებს.

„გთხოვთ, არ გაუზიაროთ თქვენი პერსონალური ან საბანკო ინფორმაცია ასეთ გვერდებს.

ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობს აღნიშნულ საკითხზე.

ინფორმაცია შეთავაზებებზე ქვეყნდება მხოლოდ ჩვენს ან ჩვენი პარტნიორი კომპანიების ოფიციალურ სოციალური მედიის გვერდებსა და ვებგვერდებზე.

იმისთვის, რომ იყოთ დაცული:

მოიძიეთ ინფორმაცია მხოლოდ ჩვენს ოფიციალურ გვერდებსა და ვებგვერდზე.

საეჭვო გვერდები და შეტყობინებები დაუყოვნებლივ "დაარეპორტეთ".

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ვერიფიცირებულ გვერდებზე.

თქვენი უსაფრთხოება ჩვენი პრიორიტეტია! “- ნათქვამია ინფორმაციაში. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები