კვების ახალი ობიექტი „მაკ & ჩიზი“ სწრაფად ვითარდება. სწრაფი კვების რესტორანი ერთი წელია რაც ბაზარზეა და წლის ბოლომდე კიდევ 5 ფილიალის დამატებას აპირებს. მათ შორის რეგიონების მიმართულებითაც.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი იოსებ კაპანაძე Business Insider Georgia- თან ამბობს, რეგიონებში სტარტს ბათუმიდან აიღებენ, სადაც მაკ & ჩიზის ტიპის სერვისებზე დიდი მოთხოვნაა. ასევე წლის ბოლომდე ფილიალს გახსნიან ქუთაისშიც.
„ამ დროისთვის „მაკ & ჩიზი“ თბილისში ორი ობიექტითაა წარმოდგენილი. თბილისში ვგეგმავთ რესტორნის გახსნას, სადაც ჩვენი სერვისის მომხმარებლები ოჯახებით მოვლენ. ამასთან გასულ წელთან შედარებით, მიმდინარე წლის 6 თვეში „მაკ & ჩიზის“ წარმადობა და გაყიდვები გაორმაგდა. ახლაცზაფხულის სეზონზე პროდუქციაზე მოთხოვნა მზარდია. გვაყავს უცხოლი მომხმარებლები, ტურისტები. რომ შევაფასო, მოთხოვნა არის და გვაქვს მოლოდინი, რომ კიდევ უფრო გაიზრდება“, - ამბობს იოსებ კაპანაძე.
რაც შეეხება „მაკ & ჩიზის“ პროდუქციას, კერძებისათვის ქართული და იმპორტული პროდუქცია გამოიყენება: მაკარონი იტალიიდან შემოაქვთ, სხვადასხვა სოუსი - ამერიკიდან, ხოლო სენდვიჩებისათვის პური და ბეკონი ადგილობრივია.
ცნობისთვის, „მაკ & ჩიზის“ ფილიალი ფალიაშვილის 18-სა და „ბაზარი ორბელიანის“ ტერიტორიაზე მდებარეობს, კერძების ფასები კი 9.90-დან 19.90-ლარამდეა. რესტორნის საწყისი ინვესტიცია 150 000-ლარამდეა.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება