Galt & Taggart-ის 4–8 ნოემბრის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული სამივე ქართული კომპანიის აქციებმა, სოლიდური ზრდა აჩვენეს.
საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 45.75 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +7.39% წინა კვირასთან შედარებით და +23.48% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 364 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 42.05 - 47.30 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 92 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 30.60 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +9.09% წინა კვირასთან შედარებით და +22.16% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 479 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 27.95 - 31.40 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 93 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 11.40 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +8.78% წინა კვირასთან შედარებით და +18.87% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 364 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 10.40 - 11.56 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 118 ათასი აქცია შეადგინა.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება