USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ლოგისტიკურმა კომპანია Metro Logistics-მა მცირე და საშუალო ბიზნესს ახალი სერვისი შესთავაზა

ლოგისტიკურმა კომპანია Metro Logistics-მა მცირე და საშუალო ბიზნესს ახალი სერვისი შესთავაზა

2024-11-11 10:00:00

საერთაშორისო ლოგისტიკურმა კომპანია Metro Logistics-მა ბოლო პერიოდში ბიზნესს ახალი სერვისი შესთავაზა. როგორც Business Insider Georgia-სთან Metro Logistics-ის დამფუძნებელმა და დირექტორმა  თემურ გუმბერიძემ განაცხადა, საუბარია Locker-ების სერვისზე, რომელიც საკმაოდ ხელმისაწვდომია მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. 

„ჩვენ უზრუნველვყოფთ მთელ ლოგისტიკურ ჯაჭვს. ჩვენს კომპანიას თბილისის შემოვლით გზაზე აქვს სასაწყობე მეურნეობა. ასევე გაქვს ახალი მიმართულება სასაწყობე მეურნეობაში, ეს არის ლოქების მიმართულება. საუბარია პატარ-პატარა, 30 კვ/მ-იან საწყობებზე, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესს ეხმარება, რომ მათ პროდუქცია ბიუჯეტურად შეინახონ, დაცულ ტერიტორიაზე და მიიღონ ლოგისტიკური სარგებელი. ეს მეთოდი საკმაოდ აპრობირებულია დასავლეთში და აშშ-ში და ახლა შემოვიტანეთ ჩვენ საქართველოში“, - განმარტავს Metro Logistics-ის დამფუძნებელი.

აღსანიშნავია, რომ Metro Logistics-მა საკუთარი სასაწყობე მეურნეობის განვითარება სექტემბერში დაიწყო და მანამდე სასაწყობე მეურნეობა იჯარით ჰქონდა აღებული. 2 თვესა და რამდენიმე დღეში კი კომპანიამ მოახერხა და საკუთარი სასაწყობე მეურნეობა უკვე 100%-ით დატვირთა. 

Metro Logistics-ი ძირითადად შუა დერეფნის ტვირთებს ემსახურება და საქართველოდან ახორციელებს, როგორც ექსპორტს ისე იმპორტს და ტრანზიტს. 

„წითელ ზღვაში არსებული არასტაბილური ვითარების და რუსეთ-უკრაინის ომის გამო ბოლო პერიოდში შემცირებულია ტვირთბრუნვა, არამხოლოდ საქართველოში არამედ მთლიანად მსოფლიოში. თუმცა საქართველოს მაგალითზე გაზრდილია შუა დერეფნის ტვირთები, რაც გულისხმობს იმას, რომ აზიიდან ევროპაში მიმავალი ტვირთები თუ ომამდე ჩრდილოეთ დერეფნის გავლით გადაადგილდებოდა, რაც რუსეთის ტერიტორიაზე გავლას გულისხმობდა, ახლა ამ ტვირთების დიდი ნაწილი გადმოერთო შუა დერეფანზე, რაც უკვე გულისხმობს საქართველოს ტერიტორიაზე გავლას. მარტივად, რომ გითხრათ სარკინიგზო გზით საკმაოდ გაიზარდა საექსპორტო და საიმპორტო ტვირთების მოცულობა, ასევე ტრანზიტული ტვირთები. 

რაც შეეხება სპეციფიკაციების მიხედვით, ტვირთების სახეობები იგივეა. ერთადერთი პროდუქტი, რაც შესაძლოა საკმაოდ იყოს გაზრდილი ეს არის დაფნა, რადგანაც დაფნის ექსპორტი საკმაოდ მომატებულია. ჩინეთის დიდი ბაზარი დაინტერესდა ქართული დაფნით“, - განმარტავს თემურ გუმბერიძე.

მისივე თქმით, ​Metro Logistics-ი ძირითადად მუშაობს შუა დერეფანზე და შესაბამისად ევროპასა და აზიას საქართველოს გავლით აკავშირებს.

„ჩვენი ძირითადი სამუშაო ქვეყნები არის ჩინეთი, ცენტრალური აზიის ორი უმსხვილესი ქვეყანა ყაზახეთი და უზბეკეთი და ევროკავშირისყველა ქვეყანა, თუმცა უმეტესად გერმანია და დასავლეთ ევროპა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეს სამი რეგიონი: ჩინეთი, ცენტრალური აზია და ევროპა“, - განმარტავს თემურ გუმბერიძე.

აღსანიშნავია, რომ ახალი წლის მოახლოებასთან ერთად ჩინეთიდან გადმოზიდვები იზრდება და იმპორტიორები გარკვეული მარაგების გაკეთებას და შესყიდვებს რამდენიმე თვით ადრე იწყებენ. როგორც , ​Metro Logistics-ში აცხადებენ, ჩინეთიდან გადმოზიდვებისთვის აქტიური პერიოდი ოქტომბრიდან იწყება და ნოემბრის ბოლოს სრულდება. 

„სექტემბერში ვერ ვიტყვით, რომ ჩინეთიდან გადმოზიდვების ზრდა იწყება, რადგანაც ჩვენ დამოკიდებული ვართ დამკვეთებზე, რომლებიც უკვეთენ რაღაც ტვირთებს, რომელიც შემდგომ მოგვაქვს ჩვენ. აგვისტოში ძირითადად შვებულებების პერიოდია და ამიტომ, აგვისტოში შესყიდვები არ ხორციელდება. სექტემბერი უმეტესად არის შესყიდვების დრო, როდესაც კლიენტები უკვეთენ ტვირთებს და ჩვენთვის ლოგისტიკურად აქტიური პერიოდი უკვე ოქტომბრიდან იწყება და ეს აქტიური ფაზა გრძელდება ნოემბრის ბოლომდე“, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.

აღსანიშნავია, რომ Metro Logistics-ს ბაზარზე გარკვეული კონკურენტული უპირატესობაც აქვს, რადგანაც ის წარმოადგენს როგორც ფორვარდერ, ისე ქერიერ კომპანიას. 

„ჩვენი კომპანიის პირველი უპირატესობა არის, რომ გადაზიდავს ძალიან სწრაფად და ჭკვიანურად. ანუ ეს გულისხმობს იმას, რომ ვარჩევთ ოპტიმალურ მარშრუტს და ამის მიხედვით ვახდენთ შემდგომ დაორგანიზებას ლოგისტიკის ჯაჭვის. რა თქმა უნდა ამას ზურგს უმაგრებს მრავალწლიანი გამოცდილება, მერვე წელია ბაზარზე ვართ. ასევე კლიენტებთან გვაქვსლოიალური მიდგომა და მუდმივად კლიენტებზე ვართ ორიენტირებული და რაც მთავარია გაქვს ჩვენი კონტეინერები და ჩვენი 300-მდე კონტეინერით ვახორციელებთ სარკინიგზო გადაზიდვებს აზია-ცენტრალური აზია-ევროპა. ამ კუთხით უფრო მოქნილები ვართ, რადგანაც სრულად არ ვქირაობთ კონტეინერებს. ბაზარზე არსებობენ ფორვარდერი კომპანიები, რომლებიც არიან შუამავლები და ყველაფერს სხვისგან ქირაობენ და არსებობენ ასევე ქერიერები, რომელიც მხოლოდ საკუთარი ტრანსპორტით ემსახურებიან კლიენტებს. ჩვენ ვართ ქერიერი და ფორვარდერი ერთად და შეგვიძლია ჩვენი ინფრასტრუქტურაც გამოვიყენოთ და დავიხმაროთ სხვისიც. ეს კი საკმაოდ მოქნილობას გვაძლევს ბაზარზე“, - განმარტავს თემურ გუმბერიძე. 


 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები