პარიზის ოლიმპიური თამაშებიდან ქართველი ოლიმპიელები - ლაშა გურული და ნინო სალუქვაძე სამშობლოში 11 აგვისტოს დაბრუნდებიან. ინფორმაციას საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
„მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ 11 აგვისტოს, 21:35 საათზე, პარიზის ოლიმპიადიდან სამშობლოში დაბრუნდებიან ბრინჯაოს მედლის მფლობელი ლაშა გურული და ოლიმპიადის რეკორდსმენი ლეგენდარული ნინო სალუქვაძე.
შეგახსენებთ, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში 27 წლის ლაშა გურული გახდა მეორე ქართველი მოკრივე, რომელმაც ოლიმპიური ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
რაც შეეხება ლეგენდარულ ქართველ ტყვიის მსროლელ ნინო სალუქვაძეს, ის მსოფლიოში ერთადერთი ქალია სპორტსმენია, რომელმაც მეათე ოლიმპიადაში მიიღო მონაწილეობა”, - აღნიშნავს სამინისტრო.
უახლესი
11 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს12 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება