USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ქვეყანაში აქტიური სადებეტო ბარათებიდან 50,7%-ს Mastercard-ი ფლობს, ხოლო 29,8%-ს VISA

ქვეყანაში აქტიური სადებეტო ბარათებიდან 50,7%-ს Mastercard-ი ფლობს, ხოლო 29,8%-ს VISA

2024-10-29 11:00:00

მიმოქცევაში არსებული სადებეტო ბარათების ბაზარი წლიურ ჭრილში ზრდას, ხოლო წინა თვესთან შედარებით კლებას აჩვენებს.

სებ-ის მონაცემების მიხედვით, მიმოქცევაში არსებული საგადახდო სადებეტო  ბარათების რაოდენობა (ერთეული) ერთი წლის განმავლობაში 11,4%-ით გაიზარდა, ხოლო ივნისის მონაცემებთან შედარებით კი 1,5%-ით შემცირდა. 

2024 წლის სექტემბრის ბოლოსთვის ბაზარზე აქტიური 8 869 362 ერთეული სადებეტო ბარათი იყო, მაშინ როდესაც ერთი წლით ადრე მათ რაოდენობა 7 958 144  ბარათს შეადგენდა. 

საქართველოში სადებეტო ბარათების მხრივ კვლავ Mastercard-ი ლიდერობს. 2024 წლის სექტემბრის ბოლოსთვის არსებული საგადახდო სადებეტო ბარათებიდან 4 493 095 ერთეული სწორედ Mastercard-ზე მოდის.

Mastercard-ის ბარათების მიმდინარე მონაცემები კი აგვისტოს მაჩვენებლებთან მაჩვენებლებთან შედარებით 2,1%-იან, ხოლო 2023 წლის სექტემბერთან შედარებით 9,6%-იან ზრდას აჩვენებს..

სექტემბრის სტატისტიკის მიხედვით, აქტიური სადებეტო ბარათებიდან 50,7%-ს Mastercard-ი ფლობს, ხოლო 29,8%-ს VISA.

2024 წლის სექტემბრის ბოლოსთვის მიმოქცევაში VISA-ს აქტიური 2 644 749  ბარათი იყო. ზრდა წინა თვესთან შედარებით 0,7%-ია, ხოლო 2023 წლის სექტემბერთან შედარებით 6,5%-იანი ზრდაა.

არსებული სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, ბაზრის 19,5%-ის კი სხვადასხვა სახის სადებეტო ბარათებზე მოდის.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები