საკონდიტრო-კაფე „გურმეს“ მენეჯმენტი, 2023 წელს კომპანიის მთავარ გამოწვევად კვალიფიციური კადრების დეფიციტს ასახელებს.
„კვალიფიციური კადრები ჩვენს სექტორში უკვე წლებია გამოწვევაა და წელსაც სწორედ ამ სირთულის წინაშე ვიდექით. „გურმე“ პასუხისმგებლობიანი კომპანიაა, შესაბამისად, დასაქმებულებს კარგ სამუშაო პირობებსაც სთავაზობს. თუმცა, რა თქმა უნდა, გარკვეული მოთხოვნები გვაქვს კვალიფიკაციასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ამ გამოწვევის გადალახვა 2023-შიც ვერ მოხერხდა სრულყოფილად“, - აცხადებენ კომპანიაში..
რაც შეეხება წარმატებას, 2023 წელს ახალი ფილიალების გახსნის გარდა, კომპანიამ რამდენიმე ახალი ხელშეკრულება გააფორმა თანამშრომლობასთან დაკავშირებით.
„ცხადია, ჩვენთვის ეს საკმაოდ დიდი წინსვლაა. წინა წელთან შედარებით, წარმადობა 40%-ითაა გაზრდილი და სწორედ ამან მოგვცა გაფართოების საშუალებაც. ჩვენი ერთ-ერთი მყუდრო და ლამაზი ფილიალი ლუი პასტერის 4 ნომერში გაიხსნა. ასევე, გაიხსნა კაფეტერიები კავკასიის მედიცინის ცენტრში (ქავთარაძის 23), თოდუას კლინიკაში (იაკობ ნიკოლაძის 10) და იაშვილის კლინიკაში (ლუბლიანას 13). რა თქმა უნდა, ამ ფილიალებშიც ჩვენს მომხმარებლებს უგემრიელეს კერძებსა და საკონდიტრო ნაწარმს ვთავაზობთ. რაც შეეხება ნაწარმზე მოთხოვნის ზრდას, ამაზე წარმადობის ზრდაც მეტყველებს. ჩვენი კონცეფცია რჩება უცვლელი - უმაღლესი ხარისხის ნედლეული, გემრიელი პროდუქტი და მისაღები ფასი. სწორედ ეს ზრდის მოთხოვნას კონკრეტულად ჩვენს პროდუქტზეც“, - აცხადებენ კომპანიაში.
უახლესი
11 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს12 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება