USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
KTW განცახდებას ავრცელებს

KTW განცახდებას ავრცელებს

2024-09-23 17:48:00

კომპანია KTW განცახდებას ავრცელებს, რასაც Business Insider Georgia უცვლელად გთავაზობთ: 

„KTW ჯგუფის შვილობილი კომპანია, KTW დეველოპმენტი ეხმაურება ტელეკომპანია "მთავარის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას

"საზოგადოების სწორად ინფორმირებისა და მეტი სიცხადისთვის, გვსურს, სრული ინფორმაცია მოგაწოდოთ ძველ თბილისში ჩვენი ერთ-ერთი მიმდინარე პროექტის შესახებ:

წლების განმავლობაში ეს ადგილი ნაგავსაყრელად იყო ქცეული და დღემდე სრულად ამახინჯებს ქალაქის იერსახეს.

ამ ეტაპზე, პროექტი განსახილველად წარდგენილია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურში. შესაბამისად, სამშენებლო სამუშაოები ჯერჯერობით დაწყებული არ არის.

თავად კომერციული პროექტი სამი სრული და მეოთხე მანსარდული სართულისგან შედგება, რომელსაც ორდონიანი მიწისქვეშა პარკინგი აქვს. პროექტის პირველ სართულზე მოეწყობა კომერციული ობიექტები, ხოლო დანარჩენ სართულებზე კი, - საოფისე და საცხოვრებელი ფართები.

შენობის დაგეგმარების პროცესში, სრულად გათვალისწინებულია კანონმდებლობის მოთხოვნები, ძველი თბილისის დაბალი განაშენიანება და დამახასიათებელი არქიტექტურა, რაზეც მისი მცირე სართულიანობა და პროექტის იერსახე მიუთითებს.

KTW დეველოპმენტი

ნიკო ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე კომერციული პროექტის მშენებლობით:

* სრულად კეთილმოაწყობს ქუჩისა და უბნის ინფრასტრუქტურას

* გააცოცხლებს და ახალ დანიშნულებას შესძენს თბილისის ამ ისტორიულ ადგილს

* ლოკალურად შექმნის სამუშაო ადგილებს

* სხვადასხვა ბიზნესს დაეხმარება განვითარებაში

და რაც მთავარია, მოემსახურება საზოგადოებრივ სიკეთეს;

სწორედ ამიტომ, ზემოთ აღნიშნულ ტელევიზიას მოვუწოდებთ, ჩვენი მისამართით, მიზანმიმართულად, დამახინჯებული ინფორმაციის გავრცელების ნაცვლად, საკითხებზე სწორი, მიუკერძოებელი შეფასებისკენ“,- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები