მიმდინარე წლის 6 თვეში, გასულ წელთან შედარებით, ბრენდის საცალო გაყიდვები 30%-მდე გაიზარდა და პროდუქციაზე მოთხოვნა წლიდან-წლამდე მზარდია, - ამის შესახებ Business Insider Georgia- თან საბავშვო ტანსაცმლის ქართული ბრენდის Nikolli-ის დამფუძნებელმა ნიკა ნიკოლაშვილმა განაცხადა.
მეწარმეს აქვს მოლოდინი, რომ 2024 წელი წარმოებისა და გაყდვების თვალსაზრისით წარმატებული იქნება.
„იზრდება წარმოება და სრულფასოვანი მაღაზიის კონცეფციაზე გადასვლა იგეგმება, ვეძებთ ფინანსურ რესურსს. სიახლე გვაქვს ასევე, ის რომ წარმოებაში ჩაეშვა სასკოლო კოლექცია და დავამატეთ წინდების ხაზიც. რაც შეეხება ფეხსაცმლის ხაზს, ნიმუში უკვე მზად არის“, - განაცხადა მეწარმემ.
ამ დროისთვის „ნიკოლის“ პროდუქცია წარმოდგენილია დუბაისა და ინგლისის ბაზრებზე. შეგახსენებთ, რომ საბავშვო ტანსაცმლის ქართული ბრენდი „ნიკოლი“ ადგილობრივ ბაზაზე 4 ფილიალით არის წარმოდგენილი, აქედან 3 თბილისშია, ხოლო 1 ბათუმში.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს12 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება