ეროვნული ეკონომიკის დაკრედიტება წლიურად 21%-ით გაიზარდა, ხოლო წინა თვესთან შედარებით 3%-ითაა გაზრდილი. სებ-ის ვებგვერდზე განთავსებული სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2024 წლის სექტემბრის მდგომარეობით კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ეკონომიკაზე (რეზიდენტ იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე) გაცემული სესხების მოცულობამ 57 537,6 მლნ ლარი შეადგინა, მაშინ როდესაც 2024 წლის აგვისტოს მაჩვენებელი 55 889,5 მლნ ლარი იყო. ზრდა 2,9%-ი.
თუ აღნიშნულ მაჩვენებლებს წლიურ ჭრილში გავაანალიზებთ, სახეზეა 20,6%-იანი ზრდა. 2023 წლის სექტემბერში ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემული სესხების მოცულობა 47 698,9 მლნ ლარის დონეზე იყო.
მიმდინარე მაჩვენებლების მიხედვით, ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემული სესხების 47%-ი იურიდიულ კომპანიებზე გაცემული სესხებია, სექტემბრის მაჩვენებლებით საუბარია 57537,6 მლნ ლარზე. აქ თვიურ ჭრილში ზრდა 5%-ია, ხოლო წლიურად 24%-იანი ზრდა ფიქსირდება.
რაც შეეხება შინამეურნეობებზე გაცემულ სესხებს 2024 წლის სექტემბრის მდგომარეობით 30 472,6 მლნ ლარია, ზრდა აგვისტოსთან შედარებით 1%-ია, ხოლო 2023 წლის სექტემბერთან შედარებით 18%-ი.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს12 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება