USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კომერციულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 20%-ით არის გაზრდილი

კომერციულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 20%-ით არის გაზრდილი

2024-10-28 14:56:00

სექტემბრის ბოლოსთვის კომერციულ ბანკებში 29 748,39 მილიონი ლარის დეპოზიტი ირიცხებოდა, რაც წლიურ ჭრილში 20%-იანი მატებაა. 2023 წლის სექტემბრის ბოლოსთვის კომერციულ ბანკებში დეპოზიტების მოცულობა  24 811,16 მლნ ლარს აღწევდა. საგულისხმოა, რომ აგვისტოს ბოლოსთვის დეპოზიტების მოცულობა  29 491,43 მლნ ლარი იყო, შესაბამისად ზრდა თითქმის 1%-ია.

დეპოზიტების მიმდინარე მაჩვენებლებიდან 25%-ი მოთხოვნამდე დეპოზიტები, ხოლო 51%-ი ვადიანი დეპოზიტები.

წლიურ ჭრილში ვადიანი დეპოზიტების მოცულობა 36%-ითაა გაზრდილი და 2024 წლის სექტემბრის ბოლოსთვის 15 085,07 მლნ ლარს აღწევს.

ვადიანი დეპოზიტებიდან ყველაზე მოთხოვნადი 1 წელზე მეტი ვადიანობის დეპოზიტებია, რომელზედაც ვადიან დეპოზიტების 45%-ი ანუ 6 750,96 მლნ ლარი მოდის. 

2024 წლის სექტემბრისთვის დეპოზიტების საშუალო საპროცენტო განაკვეთი 9,95%-ს შეადგენდა. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები