კოკა-კოლა საერთაშორისო ოლიმპიური მოძრაობის მხარდაჭერას აგრძელებს. კოკა-კოლასა და ოლიმპიური თამაშების პარტნიორობა 1896 წელს დაიწყო და დღესაც აქტიურად გრძელდება.
საქართველოში, როგორც სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების აქტიური მხარდამჭერი კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია კი 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის, „ბაკურიანი 2025“-ის მთავარი პარტნიორი და მხარდამჭერია.
როგორც ცნობილია 2025 წელს ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს ბაკურიანი უმასპინძლებს. ბაკურიანს მასპინძლის სტატუსი ოფიციალურად 26 ნოემბერს გამართულ ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) 49-ე გენერალურ ასამბლეაზე მიენიჭა.
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ახალგაზრდა სპორტსმენთა კონტინენტური შეჯიბრებაა. პირველი ფესტივალი 1991 წელს ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში გაიმართა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პატრონაჟით. 1993 წელს, იტალიის დაბა აოსტამ ევროპის ზამთრის პირველ ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლა.
შეჯიბრებაში მონაწილე ქვეყნების რაოდენობა ტურნირიდან ტურნირამდე იზრდება, ფესტივალი კი სულ უფრო მეტად პოპულარული ხდება. 2012 წლიდან ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები ოთხი წლის ინტერვალით ეწყობა.
პირველად საქართველომ ზაფხულის ახალგაზრდულ ოლიმპიადას 2015 წელს უმასპინძლა, მოგვიანებით 2020 წლის თებერვალში ჩვენთან ჩამოვიდა ევროპის ოლიმპიური კომიტეტის (EOC) შემფასებელი კომისია, რომლის წევრებმაც მოინახულეს ბორჯომი და ბაკურიანი. კომისიის მიერ მომზადებულ შემაჯამებელ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „ყველა სამთავრობო სტრუქტურა სრულ მხარდაჭერას უცხადებს ზამთრის 2025 წლის EYOF-ის პროექტს საქართველოში ზამთრის სპორტის სახეობებისა და ტურიზმის წარმოჩენის მიზნით“.
ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის უფლების მოპოვებისთვის ბრძოლა ჯერ კიდევ 2019 წლის 30 ივლისს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის რიგგარეშე სხდომაზე მიიღეს. ამის შესახებ ოფიციალური განაცხადი ევროპის ოლიმპიურ კომიტეტებში (EOC) შეიტანეს.
COVID-19-ის გამო, ასამბლეა ონლაინ ფორმატში ჩატარდა. შეხვედრაზე ფესტივალის ბაკურიანში ჩატარების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას ფორუმის ყველა დელეგატმა დაუჭირა მხარი.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება