სერია A-ს სექტემბრის საუკეთესო მოთამაშედ ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა. ხვიჩას ჯილდო „ნაპოლისა“ და „ლეჩეს“ მატჩამდე გადაეცემა, რომელიც შაბათს, 26 ოქტომბერს, ნეაპოლის „სტადიო დიეგო მარადონაზე“ გაიმართება – ინფრმაციას სერია A-ს ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
გულშემატკივრების გამოკითხვაში ხვიჩა კვარაცხელიამ აჯობა ისეთ ვარსკვლავებს, როგორებიც ბრემერი („იუვენტუსი“), კასტრო („ბოლონია“), კუტრონე („კომო„), დიმარკო („ინტერი“) და პულიშიჩი („მილანი“) არიან.
„კვარაცხელია თვის საუკეთესო ფეხბურთელი მეოთხედ გახდა და ამ მაჩვენებლით პაულო დიბალას დაეწია, ვისაც ეს ჯილდო ასევე ოთხჯერ აქვს მოპოვებული“, – განაცხადა სერია A-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ლუიჯი დე სიერვომ.
შეგახსენებთ, რომ სექტემბერში ხვიჩა კვარაცხელიამ სამ თამაშში ორი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს12 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება