ქართველი ხალხი ფეხბურთით ცხოვრობს, ჩვენი იმედი აქვთ და ფეხბურთელები ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათ იმედები არ გავუცრუოთ. სასიამოვნოა, რომ ასეთი დამოკიდებულებაა ქვეყანაში ფეხბურთის მიმართ და ჩვენც ორმაგად მოტივირებულები ვართ, - განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ლუკა ლოჩოშვილმა გუშინდელი თამაშის შეფასებისას.
„ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ასეთ [ჩეხეთის] გუნდს ამარცხებ. ისინი ჯგუფის ფავორიტებად ითვლებოდნენ და ასეთი დიდი ანგარიშით და ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, სადაც 1:1 ვეთამაშეთ, სასიამოვნო იყო ასე დამაჯერებლად რომ მოვუგეთ. კარგი შეგრძნება იყო ნამდვილად. ჩემს საგოლე გადაცემას გამოვარჩევდი, რადგან პირველი იყო ჩემთვის ნაკრებში და პირადად ეს დამამახსოვრდა. ზოგადად, ყველა ლამაზი გოლი იყო, რაც გავიტანეთ და ძალიან კარგი ემოცია იყო სტადიონზე. ქართველი ხალხი ფეხბურთით ცხოვრობს, ჩვენი იმედი აქვთ და ფეხბურთელები ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათ იმედები არ გავუცრუოთ. სასიამოვნოა, რომ ასეთი დამოკიდებულებაა ქვეყანაში ფეხბურთის მიმართ და ჩვენც ორმაგად მოტივირებულები ვართ, რომ ასე გავაგრძელოთ და ვასახელოთ ქვეყანა“, - აღნიშნა ლოჩოშვილმა.
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის 2024-25 წლის სეზონის გათამაშების პირველი მატჩი გამართა. ქართველმა ფეხბურთელებმა ჩეხებს უმასპინძლეს და მეტოქე ანგარიშით 4:1 დაამარცხეს.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება