USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ქართული სანაოსნო კომპანია E60 Shipping Line რუმინეთის შემდეგ ოპერირებას ბულგარეთის მიმართულებითაც იწყებს

ქართული სანაოსნო კომპანია E60 Shipping Line რუმინეთის შემდეგ ოპერირებას ბულგარეთის მიმართულებითაც იწყებს

2024-08-25 11:42:00

რუმინეთის შემდეგ, ქართული სანაოსნო კომპანია E60 Shipping Line ოპერირებას ბულგარეთის მიმართულებითაც იწყებს.

როგორც Business Insider Georgia-ს E60 Shipping Line-ს კომერციულმა დირექტორმა მიხეილ ბაბუნაშვილმა განუცხადა, კომპანია ფოთიდან ვარნას მიმართულებით რეისების შესრულებას სექტემბრის ბოლოდან შეუდგება. 

„ამ მიმართულებით ოპერირების დაწყებას დაახლოებით სექტემბრის ბოლოდან განვიხილავთ. გვსურს, რომ რეისების დაწყება დავამთხვიოთ იმ პერიოდსა და სეზონს, როდესაც სატრანსპორტო სფეროში ყველაზე მეტად მატულობს ტვირთბრუნვა და გადაზიდვები. 

ვარნას მიმართულებით მგზავრების გადაყვანა არ იგეგმება, ეს იქნება წმინდა სატვირთო გადაზიდვები. მიუხედავად ამისა აქტიურად განვაგრძობთ მუშაობას კონსტანცაში მგზავრების გადაყვანის დაწყების მიმართულებით“, - აცხადებს მიხეილ ბაბუნაშვილი.

ირკვევა, რომ ფოთი-ვარნა-ფოთის რეისების დაწყების შემდეგ E60 Shipping Line რეისების დაწყებას ბათუმის საზღვაო ნავსადგურიდანაც განიხილავს. 

„ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ რეისები შესრულდება ფოთის პორტიდან, მაგრამ აქტიურად განვიხილავთ ბათუმის პორტის ვარიანტსაც. ეს იქნება პირდაპირი რეისი, შუაში გაჩერებების გარეშე. რაც შეეხება სიხშირეებს, ვგეგმავთ იყოს ყოველკვირეული“, - განმარტავენ E60 Shipping Line-ში.

აღსანიშნავია, რომ ბულგარეთსა (ვარნა) და საქართველოს შორის საბორნე მიმოსვლა წლების წინაც ხორციელდებოდა, თუმცა უკვე პირველი შემთხვევაა, როდესაც აღნიშნულ მიმართულებას ქართული კომპანია და ქართულ საზღვაო რეესტრში რეგისტრირებული საზღვაო ხომალდი მოემსახურება. 

„მოხარულები ვართ, რომ მალე შევქმნით ასეთ პრეცედენტსა და შესაძლებლობას ბაზარზე, რაც დამატებითი ტვირთნაკადების მოზიდვას უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნისთვის და ზოგადად შუა დერეფნისთვის“, - განუცხადა Business Insider Georgia-ს E60 Shipping Line-ს კომერციულმა დირექტორმა.

ფოთსა და ვარნას შორის ოპერირებს ქართული საზღვაო ხომალდი „აია“ მოახდენს, რომელსაც შეუძლია შეუძლია 41 ვაგონის და 51 ცისტერნა ვაგონის გადაზიდვა. 

„ვაგონებს ბევრად მეტი აქვს ტვირთის ტევადობა ვიდრე ტრაილერებსს ან კონტეინერებს და ერთ-ერთი ყველაზე ეკონომიური გადაზიდვის მეთოდია, ისევე როგორც უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა.
აღსანიშნავია ასევე ჩვენი ბორნების მეშვეობით განხორციელებული მულტიმოდალური გადაზიდვები, რისთვისაც რკინიგზა ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია და აფართოებს ჩვენი კომპანიის მიერ შეთავაზებულ სერვისებს“, - აცხადებენ E60 Shipping Line-ში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელობამ ქალაქ სოფიაში, ქართულ სანაოსნო კომპანია E60 Shipping Line და ბულგარეთის რკინიგზასთან შეხვედრა უკვე გამართა.

როგორც „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მხარეებს შორის, სარკინიგზო საბორნე მიმოსვლის განახლების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა.

საბორნე მიმოსვლის აღსადგენად, მოსამზადებელი სამუშაოები წლის დასაწყისიდან მიმდინარეობს.
მხარეებმა, სარკინიგზო ბორნის გამართული ფუნქციონირების აღსადგენად, ურთიერთთანამშრომლობის ყველა პირობა შეათანხმეს. საბორნე მიმოსვლა საქართველოს პორტებსა და ბულგარეთის პორტ "ვარნას" შორის ქართული დროშის ქვეშ მცურავი სარკინიგზო ბორანი ,,აია”-თი უახლოეს მომავალში განახლდება. 

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოსა და ბულგარეთის პორტებს შორის სარკინიგზო/საბორნე მიმოსვლა, შავი ზღვის გავლით ევროპასთან პირდაპირი სატრანსპორტო კავშირების გაძლიერებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

საქართველოსა და ბულგარეთის რკინიგზები, რეგულარულად განახორციელებენ ტვირთების ტრანსპორტირებას, სპეციალურად აღჭურვილი სარკინიგზო ბორნების მეშვეობით. აღნიშნული მიმოსვლა ერთის მხრივ, დამატებითი ტვირთნაკადების მოზიდვას უზრუნველყოფს, რაც მნიშვნელოვანია შუა დერეფნის მარშრუტის ეფექტიანობის ამაღლების კუთხით. 

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საბორნე გემების რეგულარული მიმოსვლა უახლოეს მომავალში აღნიშნულ მიმართულებაზე გადაზიდვების მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილებას უზრუნველყოფს.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები