პრეზიდენტის უცხოეთში ვიზიტების საქმესთან დაკავშირებით, საუბარია კონსტიტუციის დარღვევაზე, რაც პროკურატურის კომპეტენცია არ არის, - ასე უპასუხა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტების კითხვას, ხომ არ შეიძლება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის უცხოეთში ვიზიტების საქმეზე გამოძიება დაიწყოს.
ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით არსებობს თუ არა რაიმე საქმე, რომელიც ახლა ძიებაშია და რა ეტაპზეა 2019 წელს შეწყალების საქმესთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება, შოთაძე პასუხობს, რომ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება დღემდე გრძელდება.
„ამ ფაქტზე [შეწყალების საქმეზე] გამოძიება გრძელდება, შემიძლია დაგიდასტუროთ. ზოგადად, შემიძლია გითხრათ, რომ მოქმედი პრეზიდენტის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა კანონმდებლობთ შეზღუდულია. პრეზიდენტზე ვრცელდება იმუნიტეტი და მის მიმართ შესაძლებელია სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელება მხოლოდ იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლომ მისი მხრიდან ან კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი, ან სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის ფაქტი დაადასტურა. ამ შემთხვევაში, საუბარია კონსტიტუციის დარღვევაზე, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციაა და არა პროკურატურის“, - განაცხადა შოთაძემ.
უახლესი
5 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება5 საათის წინ
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა