IPTV-ის აბონენტების 54%-ზე მეტი მაგთიკომზე, ხოლო 38%-ი სილქნეტზე მოდის. 2024 წლის ივნისის მდგომარეობით, IPTV-ის აბონენტების რაოდენობა 646 ათას აბონენტს შეადგინა, გასული წლის ივნისში კი 617 ათასს, ზრდა 4,7%-ია.
რაც შეეხება IPTV-ის შემოსავლებს აქ 10%-იანი ზრდა დაფიქსირდა. 2024 წლის ივნისის მდგომარეობით შემოსავლები 11 მლნ ლარის დონეზეა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 10 მლნ ლარი იყო..
2024 წლის ივნისის მდგომარეობით IPTV-ის აბონენტების გადანაწილება კომპანიების მიხედვით ასე გამოიყურება:
მაგთიკომი - 54,3%
სილქნეტი - 38%
სხვა - 7,7%,.
არსებული სტატისტიკური მაჩვენებლებით გაზრდილია სილქნეტის და სხვა მცირე ოპერატორების აბონენტების რაოდენობა, ხოლო მაგთიკომის აბონენტების რაოდენობა ოდნავ შემცირდა.
IPTV-იდან მიღებული შემოსავლების 54,3% მაგთიზე მოდის.
IPTV-ის შემოსავლების გადანაწილება კომპანიების მიხედვით:
მაგთიკომი - 54.3%
სილქნეტი - 38%
სხვა - 7,7%.
2024 წლის ივნისში მცირედით გაზრდილია მცირე ოპერატორების შემოსავლები. (პროცენტები შესაძლოა 100-მდე არ ჯამდებოდეს მეათედების დამრგვალების გამო).
2024 წლის ივნისში IPTV-ის აბონენტების წილი 87%-ია, წინა წლის ამავე პერიოდისთვის ეს მაჩვენებელი 86%-ს შეადგენდა.
შემოსავლების გადანაწილების თვალსაზრისით, IPTV-ის წილი 91%-ია, ეს მაჩვენებელი წინა წლის ამავე პერიოდისთვის 90.8%-ს წარმოადგენდა
IPTV - მაუწყებლობის ტრანზიტის ერთ-ერთი ტიპი, რომლის დროსაც სამაუწყებლო სიგნალი ქსელებში გადაიცემა ინტერნეტის პროტოკოლის (IP) გამოყენებით;
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება