USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ილონ მასკის სტრატეგია: როგორია მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანის საინვესტიციო პორტფელი

ილონ მასკის სტრატეგია: როგორია მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანის საინვესტიციო პორტფელი

2024-08-04 10:26:00

გიზიარებთ ბლოგს: ილონ მასკი მსოფლიოს უმდიდრესი მეწარმეა, რომლის ქონების შეფასება 265 მილიარდ დოლარს აღწევს, მისი ფინანსური წარმატება კი რამდენიმე კომპანიასთანაა დაკავშირებული, მათ შორსიაა: Tesla, SpaceX, Neuralink, X (Twitter), xAI, PayPal და The Boring Company. მისი საინვესტიციო პორტფელი განსაკუთრებით საინტერესოდ გამოიყურება, რადგან ის აერთიანებს როგორც ინოვაციურ და ტექნოლოგიურ სტარტაპებს, ასევე ისეთ ტრადიციულ ბიზნესს, როგორიც ელექტრობატარეების წარმოებაა. 

Tesla – ელექტრომობილების ინდუსტრიის პიონერი

კომპანია Tesla, რომელიც ილონ მასკის ყველაზე წარმატებული პროექტია, წარმოადგენს მის საინვესტიციო პორტფელის უმნიშვნელოვანეს ნაწილს, კერძოდ, მისი ქონების 39%-ს.

Tesla არა მხოლოდ ელექტრომობილების წარმოებით არის ცნობილი, არამედ ის ბატარეების, მზის პანელების, რობოტების, ხელოვნური ინტელექტის, ავტოპილოტის, ჭკვიანი სახლებისა და განახლებადი ენერგიის სფეროშიც მნიშვნელოვანი მოთამაშეა.

კომპანიის საბაზრო შეფასება $800 მილიარდს აღწევს და ის ავტომობილების მწარმოებელი კომპანიების რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ Tesla ელექტრომობილების ინდუსტრიის პიონერი და ლიდერია, რადგან მასზე EV-ების ბაზრის 74%-იანი წილი მოდის.

უნდა აღინიშნოს, რომ ინვესტორების მხრიდან Tesla-ს მიმართ ინტერესი ყოველთვის მაღალია, მათ შორის, ჩვენს ქვეყანაშიც, რადგან საქართველოს ბანკის მობილბანკში მომხმარებლები ყველაზე ხშირად სწორედ მისი აქციებით ვაჭრობენ.  

SpaceX – კოსმოსური კვლევების მომავალი

მასკის მიერ დაფუძნებულმა SpaceX-მა კოსმოსური კვლევების ინდუსტრიაში ნამდვილი რევოლუცია მოახდინა, რადგან ამ კომპანიამ მრავალჯერადი დანიშნულების რაკეტების შექმნა და ამით ხარჯების მკვეთრად შემცირება შეძლო.

მართალია, SpaceX-ის აქციები საფონდო ბირჟაზე ჯერაც არ არის წარმოდგენილი, თუმცა ის მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო სტარტაპია, რომლის შეფასება $210 მილიარდს აღწევს, აქედან $82-მილიარდიან წილს მასკი ფლობს.

ანალიტიკოსების პროგნოზით, ბირჟაზე განთავსების შემთხვევაში, SpaceX-ის IPO-ს მოცულობა რეკორდული იქნება, რაც მასკის ქონებას კიდევ უფრო მეტად გაზრდის. 

სხვა საინვესტიციო აქტივები

მართალია, მასკის ქონების 70% ორ კომპანიაზე – Tesla-სა და SpaceX-ზე მოდის, თუმცა მის პორტფელში კიდევ არაერთ საინტერესო პროექტს შევხვდებით, მათ შორისაა სოციალური ქსელი X (Twitter), რომელსაც 500 მილიონი მომხმარებელი ჰყავს და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პლატფორმად ითვლება. X-ის წილის შეფასება $8 მილიარდს აღწევს, რაც მასკის პორტფელის 3%-ია. 

სოციალურ ქსელთან ერთად, მასკს ხელოვნურ ინტელექტზე კონცენტრირებული სტარტაპი – xAI აქვს დაფუძნებული, რომელიც ChatGPT-ისა და Google Gemini-სთვის კონკურენციის გაწევას ისახავს მიზნად. მილიარდერის პორტფელში xAI-ის წილი 5%-ს შეადგენს.

თანამედროვე ტექნოლოგიებთან დაკავშირებით მასკს კიდევ ერთი ამბიციური სტარტაპი აქვს, რომელიც ადამიანის ტვინში ჩასაშენებელი ნეირონული ინტერფეისის შექმნას ისახავს მიზნად. Neuralink-ის წილი $2 მილიარდადაა შეფასებული და მასზე მისი პორტფელის 0.7% მოდის.

კიდევ ერთი სტარტაპი, რომელზედაც მასკი მუშაობს, The Boring Company-ია, რომელიც მიწისქვეშა საავტომობილო გვირაბების შექმნას და ამით გზით საცობის პრობლემის მოგვარებას ისახავს მიზნად. ამ სტარტაპში მასკის ინვესტიცია $3.3 მილიარდადაა შეფასებული.

ზემოხსენებული სტარტაპების გარდა, ილონ მასკი დაახლოებით 15 მილიარდის ღირებულების მსხვილი კომპანიების აქციებს, ფიზიკურ აქტივებს და უძრავ ქონებას ფლობს. 

მასკის საინვესტიციო სტრატეგია

ილონ მასკის პორტფელის უნიკალურობა ისაა, რომ ის ყოველთვის მაღალ რისკზე წასასვლელად არის მზად. როგორც წესი, ინოვაციურ ტექნოლოგიებსა და სტარტაპებში ინვესტირება მაღალი პოტენციური ამონაგებითა და, შესაბამისად, რისკით გამოირჩევა. მიუხედავად იმისა, რომ მისი პორტფელი მაღალი რისკის შემცველია, ის მაინც ახერხებს ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებას და მსოფლიოს უმდიდრესი მეწარმეების რეიტინგში პირველი ადგილის დაკავებას.

მასკის საინვესტიციო სტრატეგია დაფუძნებულია მომავალში სწრაფად მასშტაბირებადი და გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ტექნოლოგიების პოვნასა და მხარდაჭერაზე. ის მხოლოდ ისეთ პროექტებს ირჩევს, რომელთაც მსოფლიოს შეცვლა შეუძლიათ, რადგან მისთვის პრიორიტეტი არა სტაბილურობა, არამედ რევოლუციურობაა. 

არაა აუცილებელი, ილონ მასკივით მდიდარი იყოთ, რომ ზემოთ ჩამოთვლილი კომპანიების აქციების ყიდვა შეძლოთ. საქართველოს ბანკის მობილბანკის მეშვეობით, შესაძლებლობა გაქვთ, ნებისმიერი ღირებულების აქციები შეიძინოთ  და გრძელვადიან პერსპექტივაში დააბანდოთ თქვენი კაპიტალი.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები