Helios Energy Georgia-სა და „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” თანამშრომლობით, კოკა-კოლას საწარმოს ტერიტორიაზე „ჰელიოს ენერჯიმ“ მზის პანელები დაამონტაჟა. მათი სიმძლავრე კი 704 კილოვატ/საათია.
„ახლა უკვე თქვენს კოკა-კოლაშიც აღმოაჩენთ მზის ენერგიას“,- ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც Helios Energy Georgia ავრცელებს.
„კოკა-კოლას საწარმო მზის ენერგიით მარაგდება. 704 კვტ დადგმული სიმძლავრე. სადგური არ არის ჩართული ნეტო აღრიცხვაში: გენერაცია სრულად მიემართება საწარმოს მოხმარებაში. მზის პანელების მონტაჟით, კომპანიის საოპერაციო ხარჯები მცირდება. დარჯანია განმარტავს, რომ ინვესტიციის უკუგების პერიოდი ბიზნესებისთვის შემცირებულია, რაც CCBG-ის საშუალებას აძლევს, მომსახურებისთვის გაწეული დანახარჯები, 3-5 წლამდე პერიოდში სრულად ამოიღოს.“, - აცხადებენ კომპანიაში.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს12 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება