კომპანია Guria Fish Farming-ი, რომელიც ადგილობრივი ბაზრისთვის ნორვეგიული ორაგულის მიწოდებას გეგმავდა და გასულ წელს მეურნეობა სტიქიამ გაუსახურდა, მის აღდგენაზე მუშაობს. როგორც Business Insider Georgia-ს Guria Fish Farming-ში განუცხადეს, კომპანიამ ფერმის აღდგენაზე მუშაობა დაიწყო და პროცესი ახლაც მიმდინარეობს.
„ახლა მუშა პროცესში ვართ. სტიქიამ ფერმა სრულიად გაგვინადგურა და ზარალი რამდენიმე მილიონის იყო. თუმცა ამჟამად ფერმის აღდგენა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და პარალელურად ვზრდით ორაგულს. წლის ბოლოსთვის გვეცოდინება დაახლოებით რა გზით წავალთ და და მანამდე კონკრეტულ კომენტარს და ინფორმაციას ვერ მოგაწოდებთ“, განმარტავენ კომპანიაში.
Guria Fish Farming-ის მეურნეობა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. კომპანიის განკარგულებაში 10 ჰექტარი ტერიტორიაა, საიდანაც საწყის ეტაპზე 1 ჰექტრის ათვისება ხდებოდა. პროექტის განხორციელება კი რამდენიმე ეტაპად ხდებოდა და კომპანია ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვების გარდა ექსპორტსაც გეგმავდა.
აღსანიშნავია, რომ Guria Fish Farming-ი საქართველოში ნორვეგიული ორაგულის პირველი მეურნეობაა.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება