2024 წელი კომპანიამ ამბიციური მიზნებით დაიწყო და რელოკაციის პროცესში ვართ , - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს „გრინპაკის“ ბიზნესის განვითარების მენეჯერმა სალომე ქარელმა განუცხადა.
„ბიზნესი გავაფართოოთ და ახალ ლოკაციაზე ნატახტარში გადავედით. კომპანიამ ბიზნესის გაფართოების მიზნით რეინვესტიცია განახორციელა. ამ დროისთვის „გრინპაკს“ წარმოება აქვს 2 ათას კვ/მ ფართობზე. მიმდინარეობს მშენებლობა და შესაბამისად წარმოების კიდევ უფრო გაფართოების შემდეგ კი შესაფუთი მასალების წარმადობის გაზრდის მიზნით ვაპირებთ საწყის ეტაპზე 20-მდე თანამშრომლის დასაქმებას“,- განაცხადა სალომე ქარელმა.
მისი თქმით, კომპანიის გაფართოება სტრატეგიული ბიზნესგეგმის ნაწილია, რომლის საფუძველზეც იგეგმება ევროპისა და აშშ-ის ბაზრებზე გასვლა.
„ჩვენთვის საინტერესოა ევროპისა და აშშ-ის ბაზრები. ევროპის ბაზართან უკვე გვაქვს კონტაქტი და ნიმუშებიც გადავაგზავნეთ. ჩვენი კომპანია ერთად-ერთია ადგილობრივ ბაზარზე, რომელიც მრავალჯერადი გამოყენების ჩანთებს აწარმოებს. ეს პროდუქტი საუკეთესო ალტერნატივაა ერთჯერადი პლასტიკის პარკების. მოთხოვნა იზრდება ამ პროდუქციაზე მსოფლიო ბაზარზე და წარმადობის გაზრდის შემდეგ ამ ბაზრებზე შევალთ“, - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.
რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, „გრინპაკის“ გაყიდვების 80% კორპორაციულ სეგმენტზე მოდის, ხოლო 20% საცალოზე.
„ჩვენი პარტნიორია ადგილობრივ ბაზარზე თითქმის ყველა ცნობილი და დიდი კომპანია რომელიც ერთჯერად, ეკოლოგიურად სუფთა შესაფუთ მასალას გვიკვეთავს“, - განაცხადა სალომე ქარელმა.
ცნობისთვის, 2014 წელს დაფუძნებული შპს „გრინპაკი“ ქაღალდისა და მუყაოს პროდუქციის წარმოებაზე ორიენტირებული კომპანიაა (ქაღალდის პარკები, ჭიქები, თეფშები, სხვადასხვა სახეობის მუყაოს ყუთები და შესაფუთი საშუალებები), რომლის საქმიანობის ძირითად მიმართულებას ასევე უქსოვადი ქსოვილის (ტომრები, პაკეტები, დეკორატიული და სხვა ნაწარმი) წარმოებაც წარმოადგენს.
სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში განხორციელებულ პროექტში ჯამური ინვესტიციის მოცულობა $5 მლნ–ს შეადგენს. კომპანიამ მეწარმეობის განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობა 2017 წლის დეკემბერში დაასრულა და ბაზარზე ოპერირებას დამოუკიდებლად განაგრძობს.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება