თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილი (97 კგ) მეოთხედფინალში უკრაინის სახელით მოასპარეზე მურაზ მჭედლიძეს დაუპირისპირდა.
მან მეტოქე ანგარიშით 11:0 დაამარცხა და ოლიმპიადის ნახევარფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე მაგომედხან მაგომედოვს შეხვდება.
სადებიუტო ოლიმპიადაზე მერვედფინალში გივი მაჭარაშვილმა სამხრეთაფრიკელ ნიკოლას დე ლანგს ანგარიშით 12:2 სძლია.
27 წლის ქართველი სპორტსმენი მსოფლიოს ჩემპიონატის ორი ბრინჯაოსა და ევროპის ჩემპიონატის ორი ოქროს მედლის მფლობელია.
დღეს თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი (125 კგ) ოლიმპიადის ფინალში ზედიზედ მეორედ იასპარეზებს, ის ირანელ ამირ ჰოსეინ ზარეს შეხვდება.
ამ ეტაპზე საქართველოს ანგარიშზე ოთხი ოლიმპიური მედალია. ძიუდოისტებმა ტატო გრიგალაშვილმა და ილია სულამანიძემ ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ლაშა ბექაური ზედიზედ მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, მოკრივე ლაშა გურულმა კი ბრინჯაო მიიღო.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება