ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ის თვითმფრინავი, რომელიც თბილისი-მილანის რეისს ასრულებდა, ტექნიკური ხარვეზის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკვე დაეშვა.
როგორც Business Insider Georgia-ს ავიაკომპანიაში განუცხადეს, აფრენიდან მალევე ბორტსა და ნავიგაციას შორის კომუნიკაციაში მცირე ხარვეზი დაფიქსირდა და ამის გამო თვითმფრინავი მალე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უსაფრთხოდ დაეშვა. კომპანიის ცნობითვე, გასწორდება ეს მცირე ტექნიკური ხარვეზი და თვითმფრინავი მილანის მიმართულებით შეასრულებს ფრენას.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება