საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ(GCCA), მომხმარებლის სასარგებლოდ, ამანათების ტრანსპორტირების სექტროში, შპს „კამექს ინტერნეიშნლთან" პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა.
GCCA-სა და მოვაჭრეს შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად, სააგენტოს გადაწყვეტილებით მოვაჭრეს დაევალა:
- გამოასწოროს კომპანიის შიდა პოლიტიკა და კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს;
- შეცვალოს და დააზუსტოს ვებ-გვერდზე(https://camex.ge/?lang=ge) ინფორმაცია ამანათების გადაფუთვის, ზომაში შემცირების წესებისა და პირობების შესახებ;
- აღნიშნული ინფორმაცია ქართულ ენაზე, მკაფიოდ და გასაგებად ვებ-გვერდზე განათავსოს;
- განხორციელებული ცვლილებები ყველა მომხმარებელს მოკლე ტექსტური (სატელეფონო) შეტყობინების (SMS) გაგზავნის გზით აცნობოს;
- აღადგინოს იმ მომხმარებელთა სავარუდოდ დარღვეული უფლებები, რომელთაც მისი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა.
GCCA-ის გადაწყვეტილებით, ხელშეკრულების თანახმად, მოვაჭრეს განესაზღვრა 1 თვის ვადა - სააგენტოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებები შესასრულებლად.
აღნიშნული შეთანხმება არ ვრცელდება იმ მომხმარებლებზე, რომლებსაც ამანათების გადაფუთვისა და ზომაში შემცირების წესების, პირობების შესახებ ინფორმაცია ამანათის შეძენამდე, ინდივიდუალურად, სატელეფონო კომუნიკაციის, ან/და ელ. ფოსტის საშუალებით მიეწოდათ.
ინფორმაციისთვის: 2024 წლის შვიდი თვის მონაცემებით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 502 განაცხადი დაფიქსირდა. 114 საქმეზე დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 52 დარღვევის ფაქტი. GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 27 მოვაჭრეს - 35 საქმეზე ჯარიმა დაეკისრა, ჯამში - 22 312 ლარი.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება