საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ(GCCA) შპს „სმარტლის"(Bolt Taxi) მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის - მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულების დარღვევის ფაქტი დაადასტურა.
GCCA-ის შეფასებით, Bolt Taxi არის სატრანსპორტო მომსახურების მიმწოდებელი პლატფორმა, ხოლო შპს „სმარტლი" არის მოვაჭრე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე Bolt Operations OU-ს (ქ. ტალინი, ვანა ლოუნას 15, სარეეგისტრაციო ნომერი 14532901) დავალებით მოქმედებს. შესაბამისად, GCCA-ის გადაწყვეტილებით, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის დარღვევისთვის პასუხისმგებელია შპს „სმარტლი", რომელსაც, 1 თვის ვადაში, დაევალა თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებს შეუსაბამოს.
ინფორმაციისთვის: 2024 წლის ექვსი თვის მონაცემებით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 407 განაცხადი დაფიქსირდა. 84 საქმეზე დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 38 დარღვევის ფაქტი, ხოლო 77 საქმეზე პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 67 შეთანხმება გაფორმდა. GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 21 მოვაჭრეს ჯარიმა დაეკისრა.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს12 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება