USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გაზაფხული-ზაფხულის სეზონის წამყვანი ფერები | Dressup.ge

გაზაფხული-ზაფხულის სეზონის წამყვანი ფერები | Dressup.ge

2024-06-02 01:57:00

გიზიარებთ ბლოგს: ბოლო ორი წლის განმავლობაში, მოდაში უფრო და უფრო მეტი ფერი შემოდის. თუ აქამდე მონოქრომული ლუქები და, ხშირად, მუქი ფერები იყო ტრენდული, დღეს ეს ტენდენცია სრულიად შეცვლილია. 2024 წლის განმავლობაში კი ცნობილი ბრენდების კოლექციებსა და მოდის „ინფლუენსერთა“ გარდერობებს განსაკუთრებით ბევრი ფერი შეემატა.  ამ ბლოგში განვიხილავთ 2024 წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონის წამყვან ფერებსა და მათი სტაილინგის შესაძლებლობებს.

1. Butter Yellow

 

პასტელური, თბილი ყვითელი ცალსახად სეზონის წამყვანი ფერია. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ფერი შედარებით ახალი სიტყვაა ყოველდღიური მოდის სამყაროში, ის მალევე იქცა სეზონის მთავარ ვარსკვლავად. გამომდინარე იქიდან, რომ მისი თბილი, ნეიტრალური ტონალობა სტაილინგის ძალიან ბევრ შესაძლებლობას იძლევა, პასტელურ ყვითელს ამ სეზონზე შევხვდებით თითქმის ყველა ფორმით. იქნება ეს ტანსაცმელიფეხსაცმელიჩანთა, თუ, ეგრეთ წოდებული, “statement” სამკაული

როგორ დავასტაილინგოთ:

პასტელური ყვითელი შეგიძლიათ შეუხამოთ ბეჟ ტონალობებს, რითიც მიიღებთ მონოქრომული ლუქის გადახალისებულ, ახლებურ ვერსიას. ეს კომბინაცია იდეალურია სადა, მარტივი და დახვეწილი ლუქის შესაქმნელად.

 

თუ წელს თქვენც ფერებს ანიჭებთ უპირატესობას, პასტელური ყვითელი არც ამ შემთხვევაში გაგიცრუვებთ იმედს. მისი კომბინაცია ღია ცისფერთან ან ვარდისფერთან გაზაფხულის განსაკუთრებულ ხასიათს შექმნის. გამომდინარე იქიდან, რომ სამივე ფერი შედარებით ჩამქრალი და ბაცია, არცერთი მათგანი არ ყვირის და, პირიქით, მათ შორის არსებული კონტრასტი ქმნის იდეალურ ჰარმონიას და, რაც მთავარია, უამრავი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. 

 

2. Sky Blue

ყვითელი ფერისგან განსხვავებით, ღია ცისფერი ნამდვილად არ არის სიახლე. ეს ფერი ყოველთვის იყო მოდის სამყაროს ერთ-ერთი ფავორიტი, თუმცა 2024 წელს მისი პოპულარულობა კიდევ უფრო გაიზარდა. ლაღი, მშვიდი განწყობის გამომხატველი ფერის უპირატესობა იმაშიც მდგომარეობს, რომ ზემოთხსენებული ყვითელი ფერის მსგავსად, ძალიან მრავალფეროვანია მისი დასტაილინგების გზები.

როგორ დავასტაილინგოთ:

ღია ცისფერისა და თეთრი ფერის კომბინაცია საკმაოდ გავრცელებულია და ქმნის საოცრად სუფთა და მსუბუქ ხასიათს, რასაც ზაფხულის სეზონისთვის საკუთარ გარდერობში ყველა ეძებს.

თუმცა, ფერების მოყვარულებს ამ შემთხვევაშიც შეუძლიათ ღია ცისფერი პასტელურ ვარდისფერს შეუხამონ, რითიც გაცილებით უფრო რომანტიული და დელიკატური ხასიათის ლუქს მიიღებთ. გარდა ამისა, ეს კომბინაცია მარტივად შეიძლება გახდეს ძალიან საინტერესო, მრავალფეროვანი და უცხო.

3. Pastel Pink

როგორც უკვე მიხვდებოდით, 2024 წლის ფავორიტი ფერები ძირითადად პასტელურ ფორმებშია წარმოდგენილი. მორიგი ასეთი ფერია პასტელური ვარდისფერი, რომელიც ამ სეზონზე განსაკუთრებით დიდ როლს თამაშობს. ამ ფერს ადრეც ჰქონდა საკუთარი მომენტი, თუმცა თუ აქამდე ღია ვარდისფერს იყენებდნენ ისეთ ფემინურ და ნაზ სამოსში, როგორიცაა გრძელი, ფრიალა კაბა, ან წელში გამოყვანილი, დელიკატური ბლუზი, წელს ეს ფერი შეგვხვდება ყველგან. იქნება ეს მასკულინური დგომის პიჯაკი, სპორტული ფეხსაცმელი, თუ სხვა.

როგორ დავასტაილინგოთ:

პასტელური ვარდისფერი განსაკუთრებით უხდება ზემოთ აღნიშნულ ორ ფერს. ღია ცისფერისა და ვარდისფერის კომბინაცია, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ძალიან ბევრ შესაძლებლობას იძლევა. თუმცა, ვერ ვიტყვით იმას, რომ ეს კომბინაცია ახალი და ინოვაციურია. სამაგიეროდ, შეიძლება ითქვას, რომ 2024 წლის აღმოჩენაა პასტელური ვარდისფერისა და პასტელური ყვითელის საოცარი სინთეზი, რომელიც კონტრასტულობასა და ჰარმონიულობას ერთდროულად გვთავაზობს.

4. Cherry Brown

მიუხედავად მისი შემოდგომური ხასიათისა, ამ ფერმა საპატიო ადგილი დაიკავა გაზაფხულ-ზაფხულის გარდერობში. განსაკუთრებით საინტერესოს მას თავისი სიღრმე ხდის, რომელიც გაზაფხული-ზაფხულის სეზონისთვის ნაკლებადაა დამახასიათებელი. თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ფერი ძირითადად აქსესუარებსა და საღამოს ტანისამოსში გამოიყენება.

როგორ დავასტაილინგოთ:

ეს ფერი მაშინაა ყველაზე ეფექტური, როდესაც მას, ეგრეთ წოდებულ, „statement” ფერად ვიყენებთ. აღნიშნული ფერის აქსესუარის სახით შემოტანა, იქნება ეს ჩანთაქამარისათვალე თუ სამკაული, ლუქს განსაკუთრებით ეფექტურს ხდის. იმისთვის, რომ ფერმა თავისი სათქმელი თქვას, კარგი იქნება, თუ ლუქის ბაზისი იქნება ნეიტრალური, როგორიცაა, მაგალითად, ჯინსი, შავი ქვედაბოლო და სხვა.

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2024 წლის ფერთა პალიტრა ძალიან დიდ სივრცეს ტოვებს ექსპერიმენტებისა და ინტერპრეტაციებისთვის. რაც იმას ნიშნავს, რომ წელს ტენდენციები ხელს გვიწყობს იმაში, რომ გავერთოთ და მაქსიმალური სიამოვნება მივიღოთ ჩაცმის პორცესისგან.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები