USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გავაძლიერეთ ურთიერთობები ევროპის ცენტრალურ ბანკთან - ნათია თურნავა

გავაძლიერეთ ურთიერთობები ევროპის ცენტრალურ ბანკთან - ნათია თურნავა

2024-07-28 15:00:00

კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, ევროპასთან მიმართებაში მრავალი ახალი ფორმატი გაიხსნა, - ამბობს სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი. ნათია თურნავა, რომელიც დღეს „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ გამოქვეყნებულ ახალ ანგარიშში ეროვნული ბანკის საქმიანობის პოზიტიურ შეფასებასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სასიხარულო იყო იმის მოსმენა, რომ სებ-ის ძალისხმევა დადებითად შეფასდა.

„საქართველოს ეროვნული ბანკი არის უწყება, რომელიც ხასიათდებოდა ძალიან ძლიერი საერთაშორისო კონტაქტებით, პროექტებით, რომელიც ხორციელდება დონორების მხარდაჭერით. ორმხრივი ურთიერთობები სხვა ქვეყნების ცენტრალურ ბანკებთან, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუ წინა წლებში ეს იყო ძირითადად ცოდნის მიღება, ინფორმაციის მიღება, ტრენინგებში მონაწილეობა, მსმენელის როლში ახლა პირიქით ხდება, ჩვენ ვართ დონორები ამ ცოდნის და ძალიან ბევრი ჩემი კოლეგა, ჩვენი გუნდის წევრი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით მთელს მსოფლიოში მოგზაურობს და იქ პირიქით ჩვენს გამოცდილებას იზიარებენ, ეცნობიან და ჩვენ ვასწავლით სხვა ქვეყნებს, როგორ მივაღწიეთ დედოლარიზაციის ასეთ კარგ მაჩვენებლებს, ზედამხედველობაში გავაძლიერეთ ჩვენი ჩარჩო. მართლაც გაქვს ჩვენს ქვეყანას, ეკონომისტებს, სებ-ს ძალიან ბევრი დადებითი მიღწევა, რომლის გაზიარება ჭირდება და გვთხოვს მრავალი ქვეყნის ცენტრალური ბანკი. განსაკუთრებით საინტერესო პერიოდი დაგვეწყო მას შემდეგ, რაც კანდიდატის სტატუსი მიიღო ქვეყანამ. ჩვენ გავაძლიერეთ ჩვენი ურთიერთობები ევროპის ცენტრალურ ბანკთან. მათთან ერთად ვმუშაობთ სპეციალური ტექნიკური დახმარების პროგრამაზე, რომელიც სწორედ კანდიდატი ქვეყნებს ეძლევა და ვამზადებთ სხვადასხვა საკითხზე აპლიკაციებს. ასევე დავამყარეთ ბოლო პერიოდში, ბოლო თვეებში მჭიდრო კავშირები ახალ ევროპულ სტრუქტურებთან, იქნება ეს ევროპის საბანკო უწყება, ერთიანი სარეზოლუციო ბორდი, რომელიც გვეხმარება ჩვენი ბანკების მდგრადობაში და რეზოლუციის გეგმების მომზადებაში. იქნება ეს თანამშრომლობა ევროპის ფასიანი ქაღალდების ორგანიზაციასთან, სადაც ჩვენ იგივე ვირტუალური აქტივების და კაპიტალის ბაზრის განვითარების ნაწილში ვთანამშრომლობთ. ანუ მრავალი ახალი ფორმატი გაიხსნა ევროპასთან მიმართებაში. ერთ-ერთი ჩვენი გაცხადებული მიზანი არის SEPA-ში, ანუ ევროს ერთიან სისტემაზე მიერთება, სადაც უკვე ბოლო ეტაპზე ვართ გასულები, რაც ძალიან გაუიაფებს ანგარიშსწორებას ჩვენს მოსახლეობას ევროპულ ქვეყნებთან. 

რაც შეეხება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის საინვესტიციო ანგარიშს, იქაც სასიხარულო იყო იმის მოსმენა, რომ ჩვენი ძალისხმევა არის სათანადოდ, დადებითად, შეფასებული, იქნება ეს სანქციების დაცვასთან მიმართებაში რამხელა ძალისხმევაა და სწორედ ამიტომ სანქციების გვერდის ავლის ფაქტი არ დაფიქსირებულა. იქნება ეს ზედამხედველობა და საბაკო სტაბილურობა, თუ ჩვენი მონეტარული პოლიტიკა. ეს აღიარებაა და ეს რეალური ფაქტია“, - აღნიშნა თურნავამ. 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები