სებ-ის უპირატესი მიზანი არის შევინარჩუნოთ ფასების სტაბილურობა, მაგრამ ეს ისე უნდა მოხდეს, რომ არ შეაფერხო ეკონომიკური ზრდა, - ამბობს სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, რომელიც „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო.
ნათია თურნავას თქმით, სებ-ი დღემდე ამას მთავრობასთან ერთად ახერხებდა და რადგანაც მთავრობის, ეკონომიკური გუნდის საქმიანობას და მათთან კოორდინაციას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ინფლაციის მართვასთან დაკავშირებით. თურნავა განმარტავს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა კვლავინდებურად ძლიერია.
„ჩვენ არ ვაკეთებთ განმარტებას, ან პროგნოზს მოკლევადიან რყევებთან დაკავშირებით და ეს გასაგებიცაა. ჩვენ გაქვს ქვეყანაში მცურავი სავალუტო კურსი. ეს იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნა მიწოდების გზით ყალიბდება და უფრო ფართოდ, რომ ვთქვათ, დამოკიდებულია ფუნდამენტურ ეკონომიკურ ფაქტორებზე. რა არის ეს ფუნდამენტურ ეკონომიკური ფაქტორები? ეს არის ეკონომიკის ზრდა, ეს არის უცხოური ვალუტის შემოდინებები, ანუ ბალანსი ექსპორტ-იმპორტს შორის, ეს იქნება საქონლის ექსპორტი თუ მომსახურების ექსპორტი. მნიშვნელოვანია ინვესტიციების გზით შემოსული უცხოური ვალუტა, რომელიც აბალანსებს ხოლმე ამ უარყოფით სხვაობას, გზავნილები და ასე შემდეგ. როდესაც ეს ფაქტორები არის ჯანსაღი და სწორედ ასეთ ვითარებასთან გაქვს საქმე, როდესაც ჩვენი მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი არის მდგრადი და დაბალი ისტორიულად, მაღალი ეკონომიკური ზრდა, მზარდი ექსპორტი, მზარდი ტურიზმი, გზავნილების სტატისტიკა სტაბილური, ასეთ დროს ვიტყვით, რომ არსებობს რაიმე ფუნდამენტური ფაქტორი, რომელიც გამოიწვევდა მყისიერ გაუფასურებას, ან რაღაც მნიშვნელოვან რყევებს. თუმცა არის მეორე რიგის ფაქტორები, ეს არის არა ეკონომიკური, არა ფუნდამენტური ფაქტორები, რომელიც მყისიერად აუარესებს მოლოდინებს და ამ თვალსაზრისით ბაზარი ძალიან ემოციურია და რეაგირებს ამ გაუარესებულ მოლოდინებზე და მათ შორის არის რამდენიმე მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენის მოლოდინი, როგორიც არის მაგალითად არჩევნები. როდესაც წინასაარჩევნოდ არაპროგნოზირებადობის განცდა იზრდება, ვთქვათ სხვადასხვა რისკები, შიშები, რომელსაც ასევე ხელს უწყობს უპასუხისმგებლო განცხადებები, ჩვენ ვისმინეთ სხვადასხვა აპოკალიფსური სცენარი, რომელიც იხატებოდა სხვადასხვა პოლიტიკოსის თუ ექსპერტის მხრიდან და ამაზე რეაგირებს ცხადია ბაზარი და ცდილობს თავი დაიცვას და ჩვენთან არის დოლარიზაციის დაბალი დონე, ვიდრე 5-10 წლის წინ იყო, მაგრამ ჯერ კიდევ ძლიერი დონეა და პირველი რეაქცია არის, რომ მოდი ლარი გადავიყვანოთ დოლარში და ყოველი შემთხვევისთვის დავიზღვიოთ თავი. ეს არ არის მხოლოდ ქართული ფენომენი, იგივე აშშ-ში. კარგი დამთხვევაა, ახლა ჩატარდა იქ საპრეზიდენტო არჩევნები. არჩევნებამდე იქაც იყო მაღალი ვოლატილობა და გაურკვევლობა და როგორც კი დასრულდა, ვხედავთ რომ ბირჟებზე ძირითადი საფონდო ინდექსები ზემოთ წავიდა და დოლარიც კი გამყარდა, რაღაცა პერიოდით. ანუ გაურკვევლობის მოხსნა, პროგნოზირებადობის განცდის გაჩენა ყოველთვის პოზიტიურად მოქმედებს და საქართველოშიც იგივე ვითარებაა“, - აცხადებს თურნავა.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს12 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება