გარე ავეჯზე წლიდან-წლამდე მოთხოვნა იზრდება, გასულ წელთან შედარებით წარმოება და გაყიდვები გავაორმაგეთ, - ამის შესახებ კომპანია „ზიხარ“ დამფუძნებელმა და დირექტორმა ზურაბ ბრეგვაძემ Business Insider Georgia-ს განუცხადა.
ქართული ბრენდი 6 წელია ფლობს საწარმოს ქუთაისში და ადგილობრივ ბაზარზე ოპერირებს, და მომხმარებელს 20-მდე მოდელის გარე ავეჯს სთავაზობს, რომელიც სერიულად იწარმოება.
„გვაქვს კორპორაციული და საცალო შეკვეთები, ავეჯს ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე ვყიდით, თუმცა გვაქვს შეკვეთები უცხოეთიდანაც. გვქონდა ინდივიდუალური შეკვეთები გერმანიაში, საბერძნეთსა და დანიაში. ვფლობთ ფართს იჯარით, სადაც ვაწარმოებთ გარე ავეჯს და მომხმარებელს პროდუქციას პირდაპირ საწარმოდან ვაწვდით“, - განაცხადა ზურაბ ბრეგვაძემ.
მისი თქმით, კომპანია წლიდან წლამდე ვითარდება, იზრდება ცნობადობა და გაყიდვები.
„წარმოების დაწყებიდან ორი წლის შემდეგ, „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში მივიღეთ დაფინანსება, შევიძინეთ დანადგარები თურქეთში, ვიქირავეთ უფრო დიდი ფართი და წარმოების გაფართოება დავიწყეთ და დღეს უკვე 8 თანამშრომელი გვყავს“, - განაცხადა კომპანიის დამფუძნებელმა.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, „ზიხარ“ საკუთარი საწარმოს აშენებას და წარმოების გაფართოებას გეგმავს. „რამდენიმე თვეა დავიმატეთ რკინის წარმოება, ასევე ვაპირებთ საკუთარი საწარმოს აშენებას, რის შემდეგაც ექსპორტისთვის მოვემზადებით“, - განაცხადა განაცხადა ზურაბ ბრეგვაძემ.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება