ქართველი გულშემატკივრებისთვის ისტორიული ევროპის ჩემპიონატიდან ყველაზე ცნობილი ფრაზა - „მიდის სანახავად“ უკვე წიგნად გამოიცა.
წიგნი, ამავე სიტყვების ავტორმა, სპორტულმა კომენტატორმა გიგა გვენცაძემ დაწერა და წიგნის პრეზენტაცია დღეს გაიმართა.
კონტინენტის პირველობაზე პორტუგალიასთან პენალტის დანიშვნამდე ემოციურად ნათქვამი სიტყვები გულშემატკივარმა აიტაცა და სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა. სწორედ ეს გახდა ახალი წიგნის დაწერის ინსპირაციაც. პრეზენტაციას ქართველი ვეტერანები, ფეხბურთის ფედერაციის, მედიისა და საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია ისიც, რომ გიგა გვენცაძე სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტობის კანდიდატია. საანგარიშო ყრილობა ნოემბრის ბოლოს გაიმართება.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება