USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ერთ წელიწადში ქვეყანაში იმპორტირებული შაქრის ღირებულება 5%-ით გაიაფდა

ერთ წელიწადში ქვეყანაში იმპორტირებული შაქრის ღირებულება 5%-ით გაიაფდა

2024-12-03 16:00:00

შაქრის იმპორტი გაზრდილია. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ უცხოეთის ბაზრებიდან 124,046.15 ტონა შაქარი შეიძინა, რაშიც 80,494.34 ათასი დოლარი გადაიხადა. 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში შაქრის იმპორტმა 122,782.96 ტონა შეადგინა. ზრდა 1%-ია.

საქართველოში იმპორტირებული შაქრის უდიდესი ნაწილი, 39%-ი ბრაზილიიდან შემოვიდა.

TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო შაქარს ყიდულობს:

  • ბრაზილია - 48,500.00 ტონა,
  • საფრანგეთი - 19,387.72 ტონა,
  • ნიდერლანდები - 13,170.51 ტონა,
  • ბელგია - 12,767.05 ტონა,
  • თურქეთი - 9,340.14 ტონა. 

გასული წლის იანვარ-ოქტომბერში ქვეყანაში იმპორტირებული 1 ტონა შაქრის ღირებულება საშუალოდ 683 დოლარი იყო, 2024 წლის 10 თვეში კი 1 ტონა შაქრის ღირებულებამ უკვე 648 დოლარი შეადგინა.
 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები