USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ექსპორტზე მაღალი მოთხოვნის გამო ასორტიმენტს ვზრდით - „მტევინო"

ექსპორტზე მაღალი მოთხოვნის გამო ასორტიმენტს ვზრდით - „მტევინო"

2023-08-25 19:03:00

,,მტევინოს" ღვინო ბაზარზე პირველად მაშინ გამოჩნდა, როცა პანდემია იწყებოდა საქართველოში. შესაბამისად, გარკვეული სიძნელე იყო, თუმცა კომპანიამ გამოწვევას მალევე გაართვა თავი და დღეს ქართული ბრენდი ერთ-ერთი წარმატებული კომპანიაა როგორც საქართველოში, ასევე ექსპორტზე, სადაც მოთხოვნა სტაბილურად იზრდება.

„მტევინოს" დამფუძნებელი მეღვინე ნიკა ზაუტაშვილი Business Insider Georgia- თან ამბობს, რომ 6 დასახელების ღვინით დაიწყოს წარმოება და დღეს ეს მაჩვენებელი 14-მდეა. მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, ასორტიმენტში ზრდა იგეგმება.

„პირველი რთველი 5 წლის წინ მივიღეთ. მალე პანდემია წამოგვეწია, რამაც ახალდაწყებულ ბიზნესს საკმაოდ დიდი დაბრკოლება შეუქმნა. მალევე მოვიკრიბეთ ძალა და წარმოება ფეხზე დავაყენეთ. ამაში სახელმწიფო ძალიან დაგვეხმარა. დიდი მხარდაჭერა მივიღეთ ღვინის ეროვნული სააგენტოსგან, რომლის მეშვეობითაც ექსპორტზე გასვლა და კუთვნილი ნიშის დაკავება შევძელით. ხარისხიან, ნატურალურ ღვინოს ვაწარმოებთ, რაც განვითარებული ქვეყნების ბაზარზე ძალიან მოთხოვნადია. პროდუქცია გაგვაქვს სომხეთში, აზერბაიჯანში, ჩინეთსა და ევროპაში. მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე ასორტიმენტის ზრდას და და რამდენიმე დასახელების ღვინოს დამატებას ვგეგმავთ", - ამბობს ნიკა ზაუტაშვილი.

მეღვინეობა „მტევინო" აწარმოებს როგორც ტრადიციული ქართული ქვევრის, ასევე ევროპული ტექნოლოგიით დამზადებული ღვინოებს.

კომპანია 2018 წელს დაფუძნდა და სტაბილურად 41 ადამიანს ასაქმებს. ცნობისთვის, მეღვინეობა და სასტუმრო „მტევინო" მდებარეობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ხაშმში თბილისიდან 40 კილომეტრში.

„მტევინო" არის მრავალფუნქციური სივრცე რომელიც მოიცავს მარანს, სასტუმროს, კულინარიული მასტერკლასებისთვის განკუთვნილ ულამაზეს ტერასებს, საკონფერენციო დარბაზითა და ღვინის მაღაზიით.

ნიკა ზაუტაშვილის დიდი მცდელობის დამსახურებით, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ქართული ღვინის დაცული ადგილწარმოშობის სახეობებს ხაშმის საფერავი შემატა, რაც უზრუნველყოფს აღნიშნული დასახელების დაცვას საერთაშორისო მასშტაბით ყველა იმ ხელშეკრულებისა და კონვენციის საფუძველზე, რომელსაც საქართველო არის მიერთებული, ან ხელი აქვს მოწერილი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები