დღეს საქართველოს საკალათბურთო ნაკრები იორდანიას დაუპირისპირდება. 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობამდე, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები ბოლო საშინაო დაპირისპირებებს, თბილისის საერთაშორისო თასსზე, ირანის, იორდანიისა და მონტენეგროს ნაკრებებს დაუპირისპირდება. თბილისის საერთაშორისო თასის თამაშები 12-13 აგვისტოს, „თბილისი არენაზე“ (უნივერსიტეტის ქუჩა 15ა) გაიმართება.
გულშემატკივრისთვის შესაძლებელი იქნება „სათამაშო დღის“ ბილეთების შეძენა რომელიც როგორც საქართველოს ნაკრების ასევე სტუმარი გუნდების თამაშებზე დასწრების შესაძლებლობას იძლევა.
თბილისი არენაზე მოსული მაყურებელი უნდა გაეცნოს და დაეთანხმოს არენაზე ქცევის წესებსა და აკრძალული ნივთების ჩამონათვალს:
➥ არენაზე ქცევის წესები და აკრძალული ნივთები
ბილეთის ქონა სავალდებულოა ყველა ასაკის გულშემატკივრისთვის!
მაყურებლებისთვის შეთავაზებულია სხვადასხვა კატეგორიის ბილეთი, რომლის ფასი განსაზღვრულია 15 ლარიდან 35 ლარამდე.
მე-2 იარუსი – 15, 20 ლარიანი ბილეთები.
1-ლი იარუსი –30 და 35 ლარიანი ბილეთები.
მაყურებელთა საყურადღებოდ:
პირველ იარუსის ბილეთების მფლობელებისთვის დარბაზის ცენტრალური მხრიდან (უნივერსიტეტის ქუჩა) გამოყოფილი იქნება შესასვლელები.
მეორე იარუსის ბილეთების მფლობელი გულშემატკივრები „თბილისი არენაზე“ შესვლას შეძლებენ როგორც უნივერსიტეტის, ასევე ბარნაბიშვილის ქუჩაზე მდებარე შესასვლელებიდან.
უნივერსიტეტის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, კალათბურთის ეროვნული ფედერაცია მოგიწოდებთ დარბაზში მოსასვლელად მანქანით არ ისარგებლოთ!
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება