USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დასკვნა ტენდენციურია, სასამართლო შევიდა პოლიტიკურ პროცესში - მაია კოპალეიშვილის შეფასება

დასკვნა ტენდენციურია, სასამართლო შევიდა პოლიტიკურ პროცესში - მაია კოპალეიშვილის შეფასება

2023-10-16 18:20:01

პრეზიდენტის წარმომადგენელმა მაია კოპალეიშვილმა, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება დღეს სპეციალურ ბრიგონგზე შეაფასა. 

„დასკვნა არის ტენდენციური... ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს რომ საკონსტიტუციო სასამართლო ამ დასკვნით მთლიანად შევიდა პოლიტიკურ პროცესში“, - განაცხადა კოპალეიშვილმა. 

„საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა კონკრეტულ სადაო გარემოებებთან მიმართებით.

ბუნებრივია, ჩვენ არ ვიზიარებთ და არ ვეთანხმებით დასკვნას. დასკვნა არის ტენდენციური, ფაქტობრივად, საკონსტიტუციო სასამართლომ სრულად, ერთი ერთში გაიზიარა კონსტიტუციური წარდგინების ავტორების მოსაზრებები, ისე, რომ რაიმე ცვლილებაც კი არ შეიტანა მათ მოსაზრებებში, ტერმინებში, მხოლოდ უბრალოდ შეავსო გარკვეული განმარტებებით და პრეზიდენტის უფლებამოსილება საგარეო ურთიერთობებში, მთლიანად ყველასაკითხში მოაქცია 52-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტში.

საკონსტიტუციო სასამართლომ იმაზეც კი არ შეიწუხა თავი, რომ გარკვეული დიფერენცირება გაეკეთებინა, თუ რა შეიძლება გაეკეთებინა პრეზიდენტს 52-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის მიღმა და ჰქონდა თუ არა პრეზიდენტს საგარეო ურთიერთობებში მინიმალური ურთიერთობის განხორციელების შესაძლებლობა.
ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ამ დასკვნით მთლიანად შევიდა პოლიტიკურ პროცესში.

საკონსტიტუციო სასამართლოდან მეტს მოველოდი, მქონდა რწმენა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დადგებოდა იმაზე უფრო მაღლა, ვიდრე პოლიტიკური მდგენელია ამ საქმეში და მიიღებდა სამართლიან გადაწყვეტილებას სწორედ კონსტიტუციის ნორმების სწორი განმარტების შედეგად და არა იმის შედეგად, რაც შემოგვთავაზა - მარტივი გზა, რომ ყველა საგარეო ურთიერთობის მიმართულებით პრეზიდენტის ყველა საქმიანობა, მათ შორის წერილები, სატელეფონო საუბრები და ა.შ. მოაქცია მთლიანად მთავრობის თანხმობის საჭიროების ქვეშ - რაც სრულიად წარმოუდგენელია, რომ სასამართლო საუბრობდეს იმ ენით, იმ მიზნებით, რაც ამოძრავებდათ კონსტიტუციური წარდგინების ავტორებს. ძალიან რთულია ჩემთვის ამის თქმა, რომ ფაქტია, რომ სასამართლოს შეეძლო მეტი სინათლე შეეტანა საქმეში,“ - ამბობს მაია კოპალეიშვილი.

იგივე თემაზე: 

რა წერია საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნაში - პრეზიდენტის იმპიჩმენტი

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები