გიზიარებთ ბლოგს: Cisco Systems Inc. (CSCO) - კომპიუტერული ქსელის აღჭურვილობის უმსხვილესი მწარმოებელი, მიმდინარე კვარტალში შეკვეთების ზრდის ფონზე, უფრო მაღალ შემოსავალს ელის. თუმცა, პარალელურად კომპანიამ სამუშაო ადგილების შემცირება, როგორც სტრატეგიის ცვლილების ნაწილი, დაანონსა.
როგორც ოთხშაბათს გაკეთებულ განცხადებაში ითქვა, ფისკალური პირველი კვარტლისთვის, Cisco Systems Inc. (CSCO) $13,65-დან $13,85 მილიარდამდე ოდენობის გაყიდვებს პროგნოზირებს. მოლოდინი კი ანალიტიკოსების შეფასებას აღემატება.
პოზიტიური პერსპექტივა იმაზე მიუთითებს, რომ Cisco Systems Inc. (CSCO)-ს თავისი ბიზნესის ფორმირებისთვის გარკვეული მოქნილობა აქვს. აღმასრულებელი დირექტორის, ჩაკ რობინსის ხელმძღვანელობით, 40 წლის ისტორიის მქონე კომპანია ქსელური სერვისებისა და პროგრამული უზრუნველყოფის მიმწოდებლად გარდაიქმნება და ჩამოშორდება მხოლოდ ტექნიკის გაყიდვებზე ორიენტირებას.
განცხადების გაკეთების შემდგომ, Cisco Systems Inc. (CSCO)-ს აქციების ფასი, რომლებიც წელს 10%-ით დაეცა, 4%-ით გაიზარდა.
ამჟამად არ კონკრეტდება, რა ოდენობის სამუშაო ადგილი შემცირდება. თუმცა, როგორც კომპანიაში აცხადებენ, სამუშაო ადგილების შემცირება Cisco Systems Inc. (CSCO)-ს პრიორიტეტების ხელახლა გადალაგებასა და და თანხების დაზოგვაში დაეხმარება. კომპანია ასევე Splunk Inc.-ის ინტეგრაციას ახორციელებს, რომელიც მან წლის დასაწყისში შეიძინა.
ახლა Cisco Systems Inc. (CSCO) ცდილობს, ინვესტორები დაარწმუნოს, რომ მისი ახალი პროდუქტები და სერვისები სწორად გათვლილი ნაბიჯია. თუმცა, ტექნიკის მწარმოებლებისგან განსხვავებით, როგორიცაა მაგალითად Nvidia Corp., Cisco Systems Inc. (CSCO)-მ ჯერ ვერ შეძლო მილიარდობით შემოსავლის გამომუშავება.
მიუხედავად იმისა, რომ შემოსავალი მეოთხე კვარტალში 10%-ით შემცირდა ($13,6 მილიარდამდე), მან მაინც გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს ($13,53 მილიარდს). მოგებამ თითო აქციაზე კი 87 ცენტი შეადგინა, რაც ოდნავ აღემატება უოლ სტრიტის 85 ცენტის მოლოდინს.
Cisco Systems Inc. (CSCO)-ის აქციების შეძენას შეძლებ აქ.
*გაითვალისწინე, რომ ეს არ არის ფინანსური რჩევა.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს12 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება