„ასკანელის“ საკოლექციო ღვინოებმა მონაკოში კიდევ ერთი აღარება მოიპოვა.
„ფრანს დე პიეს ასოციაციამ“, დაუმყნობელი ვაზის პოპულარიზაციის მიზნით, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ღვინის ექსპერტები და მწარმოებლები მონაკოში, სასტუმრო Hermitage-ში შეკრიბა. ღონისძიების ფარგლებში, სასტუმრო Hermitage-ში მიღება გაიმართა მის სამეფო უმაღლესობა, მონაკოს პრინც ალბერტ II-სთან, სადაც მიწვეული იყვნენ ასკანელის დამფუძნებელი გოჩა ჩხაიძე და მთავარი მეღვინე გიორგი ჭუმბურიძე, რაც საქართველოსთვის დიდი პატივია“, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიაში განუცხადეს.
საგულისხმოა, რომ ამ ღონისძიებას, საქართველოდან მხოლოდ „ასკანელი“ ესწრებოდა.
როგორც კომპანიაში აცხადებენ გამორჩეულ სტუმართა შორის იყო „ასკანელის“ მეგობარი, Liber Pater-ის დამფუძნებელი, ცნობილი ფრანგი მეღვინე ლუი პასკე.
„ღონისძიების დასკვნით ნაწილში, 4 ლოტი საკოლექციო ღვინო 270,000 ევროდ გაიყიდა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამ უნიკალური ღვინოების ფასეულობას“,- აცხადებენ ღვინის კომპანიაში.
კომპანია „ასკანელი“ 1998 წელს დაარსდა.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს12 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება