ჩვენი პასუხი რუსეთის პოლიტიკაზე არის მხოლოდ ერთი, ეს არის ევროპა, მშვიდობა და მშვიდობა ევროპაში, - ამის შესახებ პრეზიდენტმა დღეს, ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრეზიდენტმა სოფელ კირბალთან მოკლულ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის ოჯახს მიუსამძიმრა.
„მინდა, მივუსამძიმრო თამაზ გინტურის ოჯახს და ოჯახთან ერთად, მივუსამძიმრო სრულიად საქართველოს, რამეთუ არ მთავრდება რუსეთის ერთგვარი საუკუნოვანი პოლიტიკა – ჩვენი მოქალაქეების მკვლელობა, გატაცება ჩვენს ტერიტორიაზე, ამას ჰქვია რუსეთის მშვიდობიანი პოლიტიკა. ჩვენ გვაქვს ეს გამოცდილება. მართლაც საუკუნეების მანძილზე, უცვლელად ვუყურებთ რუსეთის აგრესიას, რუსეთის განცხადებებს, ვითომ არის ერთსულოვანი ჩვენი მეგობარი და რეალურად, როგორ იქცევა ჩვენს ტერიტორიაზე. ჩვენი პასუხი ამ პოლიტიკაზე არის მხოლოდ ერთი – ეს არის ევროპა, მშვიდობა და მშვიდობა ევროპაში.
ამიტომ არის, რომ ჩვენ სხვა პერსპექტივას არც ვუყურებთ, სხვა პერსპექტივის არც გვჯერა და ძალიან გასაკვირია, თუ ვინმეს შეიძლება, საქართველოში სჯეროდეს რუსეთთან ერთად მომავლის. რუსეთისკენ შემყურე, ვინმეს სჯეროდეს, რომ შეიძლება, წავიდეს და რამე ისწავლოს რუსეთში, რომელიმე ორგანიზაცია ჩადიოდეს და იმედი ჰქონდეს, რომ რაღაც მშვიდობიან მოლაპარაკებებს ჩაატარებს რუსეთთან. ჩვენი მომავალი არის ჩვენს პარტნიორებთან ერთად და არის ევროპაში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
უახლესი
5 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება6 საათის წინ
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა