ჩინეთში საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ მიმოსვლას შეძლებენ, - ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, გადაწყვეტილება ჩინეთის სახალხო რესპოუბლიკის მთავრობამ მიიღო. საქართველოს მოქალაქეები ჩინეთში უვიზოდ ყოფნას 30 დღე შეძლებენ.
„ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რაც საქართველოს მოქალაქეებს გაუმარტივებს ჩინეთში მოგზაურობასა და შექმის ახალ შესაძლებლობებს საქართველოსა და ჩინეთს შორის პოპლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების კიდევ უფრო მეტად განვითარების თავალსაზრისით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის განცახდებით, ეს გადაწყვეტილება არის საქართველოს და ჩინეთს შორის შარშან ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების მორიგი უმნიშვნელოვანესი პრაქტიკული შედეგი.
„მინდა მივულოცო ჩვენს თანამოქალაქეებს და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ჩინელ მეგობრებს, ჩინეთის ხელისუფლებას, ამ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებისთვის", - განაცხადა პრემიერმა.
უახლესი
5 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება6 საათის წინ
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა