USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჩელთის რჩეული ღვინოები ზაფხულში დასაგემოვნებლად | TOP-3

ჩელთის რჩეული ღვინოები ზაფხულში დასაგემოვნებლად | TOP-3

2023-08-12 17:58:26

ზაფხული, ზღვა, ცივი სასმელი ან ზაფხული, დასვენება და ცივი სასმელი - ეს ერთმანეთთან მჭიდროდ გადაჯაჭვული მიმართულებებია.

Business Insider Georgia დაინტერესდა, რომელი ღვინოები უხდება ზაფხულს. მეღვინეობა “ჩელთში“ Business Insider Georgia-ს უთხრეს, რომ ზაფხულს „ჩემთის“ ღვინოებიდან ყველაზე მეტად კრახუნა (თეთრი მშრალი ღვინო), როზე (ვარდისფერი მშრალი ღვინო) და ქისი  (ქვევრის ღვინო) უხდება.

„კრახუნა არის ძალიან Fresh არომატების მქონე ღვინო. საკმაოდ მარტივი დასალევი ღვინოა.მართლაც საუკეთესო ღვინოა ზაფხულში დასაგემოვნებლად.

როზე არის ღვინო რომელიც ზაფხულს ძალიან უხდება. ზაფხული და როზე ერთმანეთთან ასოცირდება. როზე ამ სეზონისთვის ყველაზე მოთხოვნადი ღვინოა. 

ქისი შედარებით რთული დასალევი ღვინოა ვიდრე მაგალითად კრახუნა და როზე, მაგრამ მწიფე ხილის არომატები აქვს და ძალიან დაბალანსებული ღვინოა. ქვევრის ღვინოების მოყვარულებისთვის საუკეთესო არჩევანია“, - განუცხადა Business Insider Georgia-ს მეღვინეობა „ჩელთის” კომერციულმა დირექტორმა ანა მირიანაშვილმა. 

კრახუნა - თეთრი ნახევრად მშრალი, კლასიკური ღვინო, დამზადებულია ხელით მოკრეფილი ციცქასა და კრახუნას ვაზის ჯიშებისგან. ვენახი გაშენებულია დასავლეთ საქართველოში. ღვინო მიმზიდველი ,ღია ჩალისფერია, მომწვანო ელფერით. არომატში დომინირებს წითელი ვაშლისა და გულაბის ტკბილი ტონები, რომელსაც თან მოსდევს ანანასისა და ბანანის სურნელი. გემო რბილი, ხალისიანი და დაბალანსებულია. მიირთვით აპერატივად, 8-12 გრადუსამდე გაგრილებული. იდეალურად შეეწყვილება სალათებს, ზღვის პროდუქტებს.

როზე - დამზადებულია კახეთში, ყვარლის რაიონ სოფელ შილდაში, ჩელთის ვენახში მოკრეფილ საუკეთესო ხარისხის საფერავის ჯიშის ყურძნისგან. ამ ღვინოში შესანიშნავადაა გამოკვეთილი ნაზი ჯიშური არომატი – ალუბლის, მაყვლისა და ბროწეულის ტონები. რეკომენდირებულია მიირთვათ ძლიერ ჩაციებული, როგორც აპერეტივი ან ყველთან, სალათებთან და დესერტებთან ერთად. დააგემოვნეთ 12-14 C ტემპერატურაზე.

ქისი - დამზადებულია ქისის ჯიშის ყურძნისგან კახური მეთოდით, ქვევრში. ღვინოს აქვს ღია ქარვისფერი შეფერილობა. ახასიათებს მსხლის, თაფლისა და სანელებლების არომატი, ინტეგრირებული ტანინები და მჟავიანობა. რეკომენდირებულია მიირთვათ თეთრ ხორცთან, თევზთან და ბოსტნეულთან. დააგემოვნეთ 12-14 C ტემპერატურაზე.

მეღვინეობა ჩელთის ისტორია ერთი საუკუნის წინ დაიწყო.

სოფელ შილდაში მირიანაშვილების წინაპრებმა მამაპაპისეულ ვენახებში პირველი მარანი ააშენეს და ყურძნის დაწურვას იმ დროისათვის საკმაოდ მასშტაბური ფორმა მისცეს.

მას შემდეგ ოჯახური ტრადიცია არ დარღვეულა. 2001 წელს გიორგი მირიანაშვილმა ამ ადგილას საწარმო და ვენახები გააშენა. 80 ჰექტარზე დღეისათვის გაერთიანებულია ვენახი, ტრადიციული და კლასიკური მარანი, მიწისქვეშა ღვინის საძველე და ტურისტული კომპლექსი.

ერთ ტერიტორიაზე გაშენებული ვენახები და საწარმო, მეღვინეობას საშუალებას აძლევს ყურძნის კრეფისა და დაწურვის პროცესი სრულად გააკონტროლოს.

ქარხანა აღჭურვილია როგორც თანამედროვე ინვენტარით, ასევე – ტრადიციული ქვევრი ღვინის ჭურჭლით.

მიწისქვეშა ღვინის საცავი “ჩელთის” მარანში 7 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს.
სწორედ ეს სიღრმე, მთელი წლის განმავლობაში ბუნებრივად ინარჩუნებს 14-17°C სითბოს, რაც ღვინის შენახვისა და დაძველებისთვის იდეალური ტემპერატურაა.

მეღვინეობა ჩელთს ყოველწლიურად ათასობით ბოთლი ემატება. თითოეულ მათგანში კი გამორჩეული ყურძნისგან დაწურული ღვინო ვარგდება. ჩელთის მიწისქვეშა ბოთლების საცავში 150 000 ბოთლამდე პრემიუმ ღვინო ძველდება.

დღეს „მეღვინეობა ჩელთის“ ბრენდს კარგად იცნობენ 20 მდე ქვეყანაში: ამერიკა, ინგლისი, ჩინეთი, ტაივანი ყაზახეთი, იაპონია, რუსეთი, ბელორუსია, გერმანია, იტალია, საფრანგეთი , ესპანეთი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, ბელგია, დანია, უკრაინა.

 

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები