USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბრძოლა ევროსთვის გრძელდება!

ბრძოლა ევროსთვის გრძელდება!

2024-07-28 11:07:00

გიზიარებთ ბლოგს: საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები

2024 წელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე წარმატებულ წლად შეგვიძლია მოვნათლოთ – საქართველოს კაცთა ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიაში პირველად ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე და მერვედფინალამდეც კი გავიდა, ქალთა ნაკრები კი იბრძვის იმავე ისტორიული შედეგის მისაღწევად.

ლიუტუველი სპეციალისტის, ირის ანტმანის გაწვრთნილმა გუნდმა მოახერხა და ერთა ლიგის C დივიზიონის პირველ ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა – 3 გამარჯვება, 1 ფრე, 2 წაგება, ჯამში 10 ქულა და შემდეგ ეტაპზე გამსვლელი მეორე პოზიცია ჯგუფში. ჩვენი დივიზიონის 5 ჯგუფიდან საქართველოს ქალთა ნაკრებმა საუკეთესო მეორეადგილოსნების ცხრილში მესამე ადგილი დაიკავა, რაც ნიშნავს იმას, რომ წინ პლეი-ოფია და სანუკვარი მიზნისთვის ბრძოლა გრძელდება.

ჩვენს ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა ფავორიტმა ბელარუსის ნაკრებმა, რომელმაც 6-დან 6 შეხვედრის მოგება მოახერხა, მესამეზე გავიდა ჩვენი უშუალო კონკურენტი, ლიეტუვის ნაკრები, ხოლო ბოლო ადგილზე – კვიპროსი. კვიპროსის დამარცხება ჩვენ ორჯერ მოვახერხეთ, ორჯერვე დავმარცხდით ბელარუსთან, დასანანი ფრე ვითამაშეთ ლიეტუვასთან სახლში. განსაკუთრებით დრამატული და სანახაობრივი იყო გადამწყვეტი შეხვედრა კვლავ საქართველოსა და ლიეტუვის ნაკრებებს შორის, რომელიც 16 ივლისს სტუმრად ითამაშა ჩვენმა ნაკრებმა და ძალიან დაძაბულ ბრძოლაში შეხვედრის ბოლოს გატანილი ერთადერთი გოლით იზეიმა გამარჯვება:

ირის ანტმანმა უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის 4-5-1 ტაქტიკა და შემდეგი თერთმეტეული შეარჩია:

მეკარე: გაბუნია;
დაცვა: ქადაგიშვილი, კალანდაძე, გასვიანი, ჩხარტიშვილი;
ნახევარდაცვა: ბებია, დანელია, პასიკაშვილი, ჩემინავა, ხაბურძანია;
თავდასხმა: ბაქრაძე.

ლიეტუვა VS საქართველო 0-1
გოლი:
 0:1 ბებია [89. პენ.]

საქართველოს ნაკრებს მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვება და 3 ქულა აძლევდა შანსს, პლეი-ოფში მოხვედრილიყო. მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე, 89-ე წუთზე ჩვენი ნაკრების 21 წლის შემტევმა ნახევარმცველმა, მაიკო ბებიამ თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან მოახერხა ისტორიული გოლის გატანა და ქართული ქალთა ფეხბურთის ახალი ისტორიის წერაც დაიწყო.

რაც შეეხება პლეი-ოფს, 19 ივლისს გამართულ კენჭისყრაზე გაირკვა იმ ნაკრების ვინაობა, რომელიც საქართველოს ქალთა ნაკრებს დაუპირიპირდება – ირლანდია, რომელმაც ერთა ლიგის A დივიზიონში 6 შეხვედრიდან მხოლოდ 1 გამარჯვება მოიპოვა, ჯგუფი კი ბოლო ადგილზე დაასრულა. ცხადია, მეტოქე ძლიერია, მხოლოდ ის ფაქტი კმარა, რომ ისინი A დივიზიონში ასპარეზობდნენ, თუმცა მათი დამარცხება შეუძლებელი ნამდვილად არაა.

ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფების პირველი რაუნდი 23 ოქტომბრიდან 29 ოქტომბრამდე ჩატარდება. ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ გადამწყვეტ შეხვედრებს და ვუგულშემატკივროთ ჩვენს ქალთა ნაკრებს, რომელიც ქართული ფეხბურთის არსებობის განმავლობაში პირველად არის ასე ახლოს დიდ საფეხბურთო ტურნირზე გასვლასთან.

BOG

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები